
ჭაბუკთა A ლიგაში ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინალში ქუთაისის პირველი გუნდი ნამდვილად ითამაშებს.
ქუთათურებმა ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად დაამარცხეს თბილისის "ლოკომოტივი" - 29:5. ცხადია, "ნორჩ რკინიგზელებს" განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისში 24-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდებათ.
სავარაუდოდ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი მეორე წყვილში. აქ რუსთავის "ხარებმა" შინ მოუგეს თბილისის "აკადემიას" - 29:10 და განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ დიდი უპირატესობა შეიქმნეს.
ჭაბუკთა B ლიგის გამარჯვებული უკვე ცნობილია. თბილისის "ლელომ" ფინალში
ჭაბუკთა A ლიგა
ნახევარფინალი
ხარები-აკადემია 29:10
ლოკომოტივი-აია-1 5:29
ჭაბუკთა B ლიგა
III ადგილისთვის
არმია-აია-2 3:5
ფინალი
ლელო-არმაზი 18:10
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"