აია-ბათუმი 13:9 - მილტონ ჰეიგის თვალწინ

AutoSharing Option
ქუთაისურ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ესწრებოდა.

გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში. ბახვა კობახიძემ საჯარიმო დარტყმით "ბათუმი" დებიუტშივე დააწინაურა. შემდეგ ქუთათურები მოედნის ცენტრთან ახლოს დაჯარიმდნენ, კობახიძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა და რთული პოზიციის მიუხედავად, მიზანმა არ უმტყუნა - 6:0.

რეზო ჯინჭველაშვილს ჯარიმითვე შეეძლო ანგარიშის გაქვითვა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

თანდათან მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ბურთს ძირითადად ისინი ფლობდნენ და მე-20 წუთზე ლელოც გაიტანეს. მოედნის შუაგულში კარგად ითამაშა ახალგაზრდა ფულბეკმა მირიან მოდებაძემ, რომელმაც ცრუმოძრაობით მოწინააღმდეგეები დააბნია და მწვავე შეტევა წამოიწყო,
რომელიც საბოლოოდ გარემარბმა გიორგი აბრამიძემ დააგვირგვინა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:6.

სტუმრებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, მწვავედ შეუტიეს, მაგრამ ქუთათურები მედგრად დაუდგნენ მეტოქეს. კობახიძეს საჯარიმო დარტყმით შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საკმაოდ ხელსაყრელი მოზიციიდან კარს ააცილა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე მასპინძლებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან აუტი მოიგეს და შეტევა მარცხენა ფლანგზე განავითარეს, სადაც აბრამიძე მეურვეებს დაუსხლტა და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ჯინჭველაშვილს გარდასახვისას მიზანმა ისევ უმტყუნა. როგორც აღმოჩნდა სწორედ ამ ლელომ გადაწყვიტა მატჩის ბედი - 10:6

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ბევრს ცდილობდა. ქუთათურებს პრემიალური ლელოს გატანა უნდოდათ, ბათუმელები კი ქულის გადარჩენას ლამობდნენ. ისინი რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ ჩათვლის მოედანში ვერ შეაღწიეს. მატჩის მეორე ნახევარი მწირქულიანი გამოდგა, ჯინჭველაშვილის ზუსტ საჯარიმო დარტყმას მოგვიანებით კობახიძემაც ჯარიმით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 13:9.

XVI ტური
აია-ბათუმი 13:9
აია (15-9) მოდებაძე, აბრამიძე, გ.ფრუიძე, ირემაძე (სინაურიძე 66), აფციაური, ჯინჭველაშვილი (ბაბუნაშვილი 69), თუთბერიძე (გ.ლოსაბერიძე 59); (1-8) რატიაშვილი, გ.უმც.ტორაძე, გ.ტორაძე უფრ (ხეჩიკოვი 75), შალამბერიძე, ჩიტეიშვილი (ო.გიორგაძე 41), სალდაძე, დ.ლოსაბერიძე (გორგასლიძე 75), ყურაშვილი
2ლ: აბრამიძე (2) ს: ჯინჭველაშვილი
ბათუმი (15-9) კობახიძე, მიმინოშვილი, გაგოშვილი, თუთბერიძე (ნინიძე 57), ს.კვერნაძე (გოგიტიძე 65), ჯიმშელაძე, ზაბახიძე (თუთბერიძე 36); (1-8) ერისთავი (დავითაძე 65), გიგაშვილი, კელენჯერაძე (ცხოვრებაშვილი 57), ხელაძე, აზალაძე, დუმბაძე (ბერიძე 74), კორტავა, თხელიძე
3ს: კობახიძე
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

ლოკომოტივი-არმია 26:13 - რკინიგზელებმა პლეი ოფი გაინაღდეს


ყოჩები-ლელო 9:22
ყოჩები: 3ს - სოხაძე.
ლელო: ლ,5ს,გ - ყიასაშვილი.

ჯიქი-ხარები 23:24
ჯიქი: 2ლ - კიკნაძე, ხარაზიშვილი. 3ს,2გ - ხარაზიშვილი.
ხარები: 2ლ - საჯარიმო, აღაშვილი. 4ს,გ - ხუციშვილი.

არმაზი-თიბიესი 45:24
არმაზი: 7ლ - პინაიშვილი (2), ნიკოლავა, ამირანაშვილი, ლობჟანიძე, ლიპარტელიანი, მინაშვილი. 5გ - ნიკოლავა (3), კიკნაძე (2).
თიბიესი: 3 ლელო - ლაზარიშვილი, ქუთათელაძე, სამაშვილი. 3გ,ს - მჭედლიშვილი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 16 12 1 3 +128 53
2. ლელო 16 10 3 3 +104 48
3. ბათუმი 16 9 1 6 +81 45
4. აია 16 9 0 7 +71 43
5. ლოკომოტივი 16 8 1 7 +55 43
6. ხარები 16 8 2 6 +84 41
7. არმაზი 16 7 1 8 -33 33
8. ჯიქი 16 6 2 8 -7 31
9. არმია 16 4 1 11 -157 21
10. თიბიესი 16 1 0 15 -326 7

XVII ტური
თიბიესი-არმია, ლელო-ლოკომოტივი, ბათუმი-ყოჩები, ხარები-აია, არმაზი-ჯიქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული