დიდი 10. VII ტურის წინ: ვინ შეაჩერებს ჯიქს?

AutoSharing Option
ფოტოზე: ლელო-ხარები
შაბათს და კვირას საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩები გაიმართება. თუ მოასპარეზე გუნდების წყვილებს გადავხედავთ, ეს უქმეები, წესით, ყველაზე საინტერესო უნდა გამოდგეს მიმდინარე გათამაშებაში.

ჩემპიონატის ლიდერი, გორის "ჯიქი", რომელიც ასპარეზობას დაუმარცხებლად განაგრძობს, სტუმრად ეთამაშება მეოთხეადგილოსან ქუთაისის "აიას". ქუთათურები, როგორც წესი, შინ გაცილებით უკეთ ასპარეზობენ და, გამორიცხული არ არის, ლიდერს პირველი მარცხი აგემონ.

არანაკლებ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი გონიოში, სადაც "ბათუმი" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "ლელოს" უმასპინძლებს. ამ გუნდებს 18-18 ქულა აქვთ და მეორე-მესამე
ადგილებს იყოფენ.

14-14 ქულა აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ თბილისის "ლოკომოტივი" და ბოლნისის "ყოჩები". მე-7 ტურში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან, რომელთა შორის თამაშიც ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია. ცხადია, ამ კლუბების ქომაგებს იგივე მოლოდინი აქვთ, მით უფრო, რომ პლეი ოფში თამაშის უფლებისთვის ბრძოლა უკიდურესად გამწვავებულია.

პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელებას რეალურად შეძლებს თბილისის "აკადემია". ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის "არმაზის" დამარცხებას შეძლებს. არმაზელებს მეტოქეზე ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული და 4 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე არიან. ამ მატჩისა და გამოტივებულ შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში, პლეი ოფში გასვლის შანსი "არმაზსაც" გაუჩნდება.

ექვსი თამაშიდან ექვსივე წააგო რუსთავის "ხარებმა", რომელიც ამჯერად "არმიას" უმასპინძლებს, რომელიც ახლა 9 ქულით მე-8 ადგილზეა.

დიდი 10. VII ტური
არმაზი-აკადემია, ყოჩები-ლოკომოტივი, ბათუმი-ლელო, ხარები-არმია, აია-ჯიქი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ჯიქი 6 6 0 0 +68 26
2.ლელო 6 4 1 1 +19 18
3.ბათუმი 6 4 0 2 +14 18
4.აია 6 3 1 2 +16 16
5.ლოკომოტივი 5 3 0 2 +17 14
6.ყოჩები 5 3 0 2 +17 14
7.აკადემია 6 2 0 4 -45 10
8.არმია 6 1 1 4 -22 9
9.არმაზი 4 0 1 3 -19 4
10.ხარები 6 0 0 6 -65 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული