სვანიძე გამოეხმაურა 27 მარტს ფოთში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ბათუმის "ბათუმისა" და თბილისის "არმიის" მატჩის შემდეგ მოხდა.
როგორც სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, თუ რისგან აქვს ჭრილობა მიყენებული მსაჯ ნიკა ამაშუკელს.
მისივე თქმით, სწორედ სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, ეს განზრახ მიყენებული ჭრილობაა თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე.
სვანიძის თქმით, გარკვეული ინფორმაციები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს, თუმცა ეს ინფორმაციები
"ჭორებზე ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ გუშინდელ თამაშში იყო დაძაბულობა. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი ინტერესი. თამაშის დასრულების შემდეგ მსაჯის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო კორექტული დამოკიდებულება. ვისგან იყო ეს, ამ დროისთვის თავს შევიკავებ საუბრისგან. მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა. ყველას მოვუწოდებ, თუ განზრახ მოხდა დაჭრა, ეს უნდა თქვან და ეს უნდა დადგინდეს. სამართლადამცველებმა უნდა დაადგინონ, ჭრილობა რისგან მიიღო მსაჯმა, განზრახ თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე", - განაცხადა გოჩა სვანიძემ. მისივე თქმით, რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი მომხდართან დაკავშირებით ათი დღის ვადაში იმსჯელებს.
დღეს განცხადება რაგბის კავშირმაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით გამოძიება სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ.
"რაც შეეხება საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას მსაჯზე მომხდარ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი სწავლობს მომხდარ ფაქტს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით