Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
qutaisels-nu saubrob qutaisis saxelit.hen imaze isaubre torpedohi nepotizmi rom aris da merma investori gaaqcia.tu magari xar.
S.P
23 თებერვალი 2017 10:01
0
რა ჯამახარია? ეხლა შენ ჯამახარიაში ცხოვრობ? 3 მოსამართლე ვერ წარადგინა მთავრობამ ევროპაში, ნაციონალმა არასამთავროებმა ჩაუგდეს და ეხლა იქ მერაბიშვილის კადრი ზის. ამას ეძახი ჯამახარიას? თუ პრეზიდენტი ღიად რომ არის დაპირისპირებული ოცნებასთან ეგ არის ჯამახარია? რაღაცას აიღებენ თეორიიდან და ამტკიცებენ ეგრეაო. ქვეყანაში პრესაში, ოპოზიციური სტატიები უფრო მეტია ვიდრე სამთავრობო და ამას რომ ჯამახარიას დაუძახებ, უკვე შენში მინიმუმ ეჭვი ჩნდება.
zazas
23 თებერვალი 2017 09:21
0
სიმართლე გითხრათ არ მგონია რაგბის 6 ერში შესვლა რეალურად რაგბის კავშირს აწყობდეს! რამეთუ, ამჯერად სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში რის გამოც უყვართ ყველა ბერკეტს უცებ დაკარგაქვს! პირველი რაღაცაში გამარჯვებას დანატრებული ხალხი, რომ მიდის სტადიონზე და უკან დადებითი მუხტით ბრუნდება ეგ სანატრელი გახდება და მეორე რუსეთს იქ აღარ შევხვდებით და რუსეთზე დაგეშილი ხალხს ამ დიდ ნეტარებასაც დაუკარგავთ! შედეგად რაგბი გახდება ისეთივე როგორიც არის წყალბურთი და დაიწყება მერე სასაცილო ქართული კომენტარები, რა დაგვემართა ამ რაგბშიც ვეღარ ვიგებთო ))) ეჰ სიბნელეა რო ღუპავს ჩვენს ქვეყანას!
vato
22 თებერვალი 2017 16:42
0
ძალიან კარგია,თუ ქველმოქმედობს!შევაქოთ!მისასალმებელია,მაგრამ მთლად უანგაროდ?შეიძლება თვითონ ფოქრობს,რომ უანგაროდ,მაგრამ რეალურად მისი მონა-მორჩილები გახდნენ დიდი ნაწილი მაინც და ყველაფერს მიირთმევენ
და იმის გამო,რომ ქველმოქმედობს-ქვეყანა ჯამახირიად იქცეს,მთელი ხელისუფლება მას ემორჩილებოდეს?!და ყველაფერი ეპატიოს?,,მე,,საქართველოს მოქალაქემ რა დავაშავე,რატომ უნდა ვიცხოვრო ,,ბნელ,,ქვეყანაში,თუ ქვეყნის ნაწილს ,,აჭმევს,, ოლიგარქი?...ამ შემთხვევაში არც ,,ექვსი ერი,, მინდა და არც საერთოდ რაგბი...
ზაზა
22 თებერვალი 2017 13:52
0
კკურსელებს ბევრი ეხმარება ნსახიობებს ვინც ემონება იმათ უხდის მაგ მონობაში აბა ზურა კიპშიძემ სამი სახლი გაკიდა მომგერალი ცოლქმარი კართანმოდგა შემოდგომას რო მგერიან შიმშილობენ ამიტო ნუ აგვატირეფ და ეშმაკისგან ანგელოზს ნუ გამოიKვან
zviads
22 თებერვალი 2017 13:41
0
ქვეKანა მაგისია და რომელ უანგარობაზე მელაპარაკებით კარგი რა თვალი გაახილეთ მიშისტებივით იქცევით სირცხვილია გაიგეთ მთელი საქართველო შპსდ იქცია კარგით რა
daTos
22 თებერვალი 2017 13:30
0
ერთიც მაინტერესებს ვინც ლანძღავს მათთვის,,,
ვ. მაიაკოვსკის სახლმუზეუმიც ,,მიშამ,, დაავალა აღედგინა და დღემდე მთელ პერსონალს რომ ხელფასებს ურიცხავს?
ყოველთვის ( ძალიან ხშირად)საირმის მთებზე დამყავს ტურისტები და რომ გაიგებენ ,,ვ. მაიაკოვსკი,, აქ დაიბადაო უკვირთ , მერე მუზეუმშ შესანიშნავი პერსონალი მთელ ისტორიებს უყვება მინ. ერთი საათი და ეს ყველაფერი უანგაროდ,,,, მადლობა ბიძინას და პერსონალს, სტუმრები კი გაოგნებული არიან ყველაფერი ,,უანგაროდო?
აბა თქვენ რაგაგიკეთებიათ უანგაროდ? ( მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ ,
დავითი
22 თებერვალი 2017 12:56
0
რაღაც დიდხანს გააჩერეთ ეს სტატია მთავარზე!)) პირველმა არხმა გადაამოწმა ეს ინფორმაცია უკვე და არ ადასტურებენ!)) თქვენ კი ისევ გიწერიათ აქ!))) ღმერთმა ქნას ჩუმად აკეთებდეს ეს ადამიანი საქმეს!)))
svan
22 თებერვალი 2017 12:48
0
რაც დახაჯა სკოლებზე იმ პირობით დახარჯა რო უცხოეთიდან პული გაეთეთრებინა რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ ბიზინას მოტრპიალევ მთელი თბილისის ბატონი გახდა და უკანუკან ჩაგვიკვანა მიშამ დედაუტირა ხალხს და ამან გააგრძელა მაგრან მისი პინგვინები რომელიც საბედნიეროთ ცოტანი არიან ამას ვერ მიხვდებიან პატრიარქთან ვერც გაბედა ჩასვლა კიდევკარგი მიშასგან განსხვავებით ბოლომდე არ გაუცკვეტია შუბლის ძარგვი საკდრისისმერე ვერც გაბედავს
xabazs
22 თებერვალი 2017 12:46
0
აბა ეცით მიშას ფინიებო!
მერე რა, რომ რაგბზე, თეატრზე, სკოლებზე, მუზეუმებზე, საავადმყოფოებზე ასობით მილიონი აქვს დახარჯული! მერე რა, რომ ხელოვნებისა და სპორტის ღვაწლმოსილ პირებს ყოველთვიურად უხდის
ხეები რატომ იყიდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა ქვეყნებში და რატომ რგავს? საკონცერტო სასახლე რად გვინდოდა?
ის ფული რჩეულებისთვის, ანუ ჩვენი პარტიისთვის უნდა დაერიგებინა! რაში გვაინტერესებს ხალხი, სპორტი და საავადმყოფოები!
მალაშხია ხაბაზი, ღვინიაშვილი ...
22 თებერვალი 2017 10:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული