Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
გადარეულები ბელადებზე და მესიებზე ქუთაისელები კიარა ესე მოაზროვნეები ხართ რომლებიც რეალური სიტუაციის აღთქმას გადარევას უწოდებთ და თვითონ ბელადომანიით ხართ შეპყრობილი სამწუხაროდ.ის რომ ადამიანმა ქართული რაგბი ფეხზე დააყენა არარის რეალობა. რათქმაუნდა თუ სპორტი გაინტერესებს და რაგბი ზოგადად და არა რამე პირადული.
qutaiseli
21 თებერვალი 2017 16:20
0
დემაგოგია ის არის რასაც შენ ეცევი მარა ამ სიტკვის მნიშვნელობა იცი რო ზაან ეჭვი მეპარება
tng
21 თებერვალი 2017 16:19
0
"საყდრისი" ზოგიერთებს ტაძარი ან მონასტერი ჰგონიათ...
tngh
21 თებერვალი 2017 16:17
0
ეგეც არიცი რა ადგილია პატრიარქის ტხოვნა იკო რო არაეპეთქებინათ მარა რათგინდა მარა ტნგსგან არ მიკვირს კურებამდეა ბიძოზე შეკვარებული
tngs
21 თებერვალი 2017 16:16
0
"საყდრისი" არის მაღარო, და არა ძეგლი. მაღაროში კი, თუ რამე ღირებული იყო, გამოტანილია და მუზეუმში განთავსდება. ძეგლი იყო ქუთაისში, ბ-ნი მერაბ ბერძენიშვილის შესანიშნავი ნამუშევარი... რომლის აფეთქებაც ყველამ იცის ვისი ბრძანებით მოხდა და თანაც მსხვერპლით დასრულდა... ასე, რომ შეეშვით დემაგოგიას.
tngh
21 თებერვალი 2017 16:08
0
გიო ჩემნაირებზე რო ილაპარაკეპ პირი გამოირეცხე იცი ვიანავარ ბიძინას გამო რატო მლანძგავ რადაგემართათ ხალხო
guga
21 თებერვალი 2017 15:59
0
ბ-ნო dato!!! საიდან დაასკვენით, რომ "პატრიარქსაც არაპრად აგდებს"... ეს არის ზუსტად "ბიძინაფობია"...
tngh
21 თებერვალი 2017 15:59
0
ბადრისაც ბევრიაქ განაკეთები თან ისე რომ არავის ამადლიდა მარა გახსოვთ მონებოოოოო
gaga
21 თებერვალი 2017 15:57
0
დათო რასიკეთეც აკეთა იმითომ აკეთა რო მომჯდარიკო ქვეკანას მგრამ ბნელებს ეს არესმის
dudu
21 თებერვალი 2017 15:54
0
რამხელა კომენტარი დავწერე და ნუ დამიბლოკავთ, არაფერია შეურაცხმყოფელი და მით უმეტეს უცენზურო. გამოაქვეყნეთ გთხოვთ
xvistani
21 თებერვალი 2017 15:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული