ესპანეთი "ბორჯღალოსნებს" შესუსტებული გუნდითა და გადიდებული არენით ხვდება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბარსელონასთან ახლოს საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. "ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებთან 4 მარტს გასამართავი მატჩისთვის ემზადებიან.

- მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან თამაშისთვის "ბორჯღალოსნების" "ძველ გვარდიას" უხმო

როგორც უკვე ვწერდით, ჩვენი გუნდი 2 მარტს მედინა დელ კამპოში გადაბარგდება, სადაც "ლომებთან" დაპირისპირება გაიმართება. ეს პატარა დაბა ვალიადოლიდთან ახლოს მდებარეობს. მისი სტადიონი, რომელიც სულ რაღაც 1 500 მაყურებელს იტევდა, სპეციალურად საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შვიდიათასიან სტადიონად გადააკეთეს.

ესპანეთის ნაკრები, რომელსაც
ორი ტურის შემდეგ თითო-თითო მოგება-წაგება აქვს, ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით დაგვიხვდება. წინა ორი მატჩის შემადგენლობიდან "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ არ ითამაშებენ: ბენატ ოსქუი, ჯონათან გარსია, დავიდ ბარერა, გიომ რუე, ფაბიენ პერინი, ხავიერ კარიონი და დევიდ გონსალესი.

ესპანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის, სანტიაგო სანტოსის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე მოპოვებული აქვს 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება და მასთან მოპოვებული ქულები შესარჩევი ტურნირის ჩათვლაში არ შედის. ამასთან ერთად, მათ აინტერესებთ, როგორ გაართმევენ თავს საქართველოს ძლიერ ნაკრებთან თამაშს ესპანეთის ეროვნული გუნდის სხვა კანდიდატები.

ზემოთ ჩამოთვლილ მორაგბეთა ნაცვლად სანტიაგო სანტოსმა შემდეგი მოთამაშეები მიიწვია: უნაი ლასა, ჯუან საბალა, ხავიერ კანოსა, ხუან რამოსი და ალვარ ხიმენო.

შეგახსენებთ, რომ თამაში 4 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მეასამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), საბა შუბითიძე (აკადემია)
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
#12-14: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
#11:14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), სოსო მათიაშვილი (აკადემია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

ესპანეთის ნაკრები
ბრედლი ლიკლატერი, იგნასიო მარტინი (ორივე-ალკობენდასი), ფრანსისკო ბლანკო, ალვარ ხიმენო (ორივე-კისნეროსი), ხავიერ კანოსა (პოსუელო), ხავიერ დე ხუანი (ინდერპენდიენტე), ვიქტორ სანჩესი, მატიო ფულდსი, ხუან რამოსი, ხაიმე მატა (ოთხივე-ელ სალვადორი), სტივ ბლანკო, ალბერტო ბარნსი, კალო გავიდი, ფედერიკო კასტილიონი, გილერმო მატეუ, გარეთ გრიფიტსი (ყველა-ენტრეპინარესი), ფერნანდო ლოპესი, უნაი ლასა (ორივე-ორდიზია), ტიბო ალვარესი (ობენა), პიერ ბარტერი, გაუტიერ გიბუნი (ორივე-მონტობანი), ხუან საბალა (ბაიონი), ხაიმე ნავა (დიჟონი), ხორდი ხორბა, მატიე ბელი (ორივე-პერპინიანი), სებასტიან რუე (ნარბონი), დანიელ სნი (ახ.ზელანდია).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2
2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1
3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0
4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0
5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0
6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
„პ“ ნიშნავს პრემიალურ ქულათა რაოდენობას
ლევანი
13:24 01-03-2017
0
პ ნიშნავს პრემიალურ ქულას,
giga
13:09 01-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული