საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
მეორე ტაიმის შუაწელში, როცა რუსების ნაკრები სახიფათოდ გვიტევდა, უეცრად ყველამ ყურადღება მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით გადაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მამუკა გორგოძეს რუსების მესამეხაზელი პაველ ბუტენკო ქვეშ მოექცია და "გუდავდა".
იხილეთ ვიდეო
მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კაპიტანს ჰკითხეს, ძიუდოში მსგავს შემთხვევაში მეტოქე ხელს ტატამზე ურტყამს და რუსმა რა ქნაო? დავარტყმევინეო - უპასუხა მამუკამ.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, კაპიტნისგან განსხვავებით, შეფიქრიანებული ჩანდა. პრესკონფერენციამ ისე ჩაიარა, წარბი არ გაუხსნია, რაც იშვიათი შემთხვევაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაკრების თავკაცი ფიქრებით
უკვე ბუქარესტში იყო, თუმცა მომავალ მეტოქეზე არაფერი უთქვამს.

ერთი კი ცხადია, რუმინელებთან ბევრად მძიმე თამაში გველის. ბოლო ტურში "სტეჟარი" ჩვენ დამარცხებას და ერთა თასის მოგებას შეეცდება.

რუსებთან მატჩს რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა მორაგბეები იმედს ნამდვილად ამართლებენ. ერთი ეგაა, რომ შეუთამაშებლობა მაინც ეტყობა ჩვენს ნაკრებს. მერე, ისევ ხშირად გვივარდება ბურთი. განსაკუთრებით კი, მეტოქესთან კონტაქტისას.
იხილეთ ვიდეო:
საქართველოს ლელოები რუსეთთან მატჩში
Sportall.Ge

რაც ნამდვილად გამოსწორდა წინა შეხვედრებთან შედარებით, ეს ბურთიან მორაგბეზე მიყოლაა.

საქართველოს ნაკრების მეორე ლელო კი ჩვენი ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის გროსმეისტერული გარღვევის შედეგი იყო. კიდევ ერთი - კვირიკაშვილმა მატჩში რვა ქულა მიითვალა და რვაასქულიანი ზღვარი გადალახა. ახლა მის ანგარიშზე 801 ქულაა.
იხილეთ ვიდეო
მერაბ კვირიკაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი
Sportall.Ge

მატჩში დებიუტი ჰქონდა "ჯიქის" გარემარბ ირაკლი სვანიძეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის ძმისშვილია. შუამარბმა გიორგი კოშაძემ კი ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ამდენივე ლელოა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩისშემდგომი კომენტარები:
- "ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"
- პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...
- მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

ასევე იხილეთ:
- მობილურით განათებული "ტალღები" - ულამაზესი სანახაობა საქართველო-რუსეთის მატჩზე [VIDEO]
- ქართველი ქომაგების "მოკითხვა" პუტინს საქართველო-რუსეთის მატჩიდან [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
საქართველო-რუსეთი 28:14
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, სვანიძე, კოშაძე, კაჭარავა, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 74). (1-8) ნარიაშვილი (თეთრაშვილი 69), ბრეგვაძე (ჟვანია 69), ტაბიძე (ბეკოშვილი 45), ნემსაძე, მიქაუტაძე (ლომიძე 59), ცუცქირიძე (შუბითიძე 71), გორგოძე, გორგაძე
4ლ: კოშაძე, ლობჟანიძე (2), კაჭარავა. 4გ: კვირიკაშვილი
რუსეთი (15-9) კუშნარიოვი, კურაშოვი (მიხალცოვი 71), გერასიმოვი, არტემიევი, სიმპლიკევიჩი, გაისინი, უზუნოვი (რიაბოვი 78). (1-8) მოროზოვი (კროტოვი 28), ჰასანოვი (ჩერნიშოვი 71), ბითიევი (პოდრეზოვი 71), იელგინი, ზიკოვი (პრონენკო 61), გრესევი, ჰაჯიევი (გრიცენკო 61), ბუტენკო.
2ლ: კუშნარიოვი, კროტოვი. 2გ: კუშნარიოვი
სინბინი: მოროზოვი.
მსაჯი: იენ ტემპესტი (ინგლისი)

ბელგია-რუმინეთი 17:33
გერმანია-ესპანეთი 15:32

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2
2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3
3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0
4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0
5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0
6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2

V ტური
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია

19 მარტი
რუმინეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნუთუ არ შეიძლება ჰიმნი იყოს ფონოგრამის გარეშე ვიმღეროთ ყველამ ერთად სტადიონზე თუ ტელევიზორთან არადა რა ანთილი თვალებით მგერიან ჩვენი ლომები და გულშემატკივრები ვიმგეროთ რა ქართველებმა ჰიმნი ცოცხლად სიმგერა ცეკვა მაინც ვიცით ქართველებმა ნუ ყველაფერიც ძალიან კარგად ვიცით სხვის ჯინაზე
აკინ
14 მარტი 2017 00:06
0
ჩვენი თამაშის შემყურე 6 ერზე მხოლოდ სტატისტის როლში მოგვიწევს ყოფნა, დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ იტალიასთან 15-20 ქულას მაინც წავაგებთ... ზალიან სუსტი უკანა ხაზი გვყავს და შერკინებასაც აშკარად მომატება სწრიდება...
musenbezi
13 მარტი 2017 23:13
0
ჩემი დაკვირვებით შეუთამაშებლობა განსაკუთრებით ახალ და ძველ თაობას შორის ჩანს

ამის დასტურად გერმანიასთან ახალგაზრდების ლაღი თამაში მინდა მოვიყვანო, იქ ისინი მარტონი იყვნენ და კიდეც ითამაშეს ლამაზად

ძველი თაობა მაინც ჯაჯგურსაა ნაჩვევი, ახალგაზრდები უფრო სწრაფები არიან და გადაცემებით მიიწევენ წინ

კონტრასტი არ იქნებოდა ამგვარი საქმე ფორვარდების და უკანა ხაზელების დისონანსთან რომ გვქონდეს

საქმე სინამდვილეში უკანა ხაზშივე არსებულ დისონანსშია, რაც გამოსწორდება მაშინ როცა ნაკრები სულ ახალგაზრდებით დაიტვირთება

მახსოვს ჩვენი ბიჭების ალაფა და მის მერე მსოფლიო, განსხვავება დიდია, ახალგაზრდები ჯობიან ღვაწლმოსილ ბებრებს
ragbi rugbi
13 მარტი 2017 20:47
0
ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა წინა სამი თამაშის ნაკლი, ყველამ დაასვენა წინა სამ ტურში ჩვენთან გუნდი. ჩვენც ძალიან სუსტების შემდეგ მოუმზადებელი ვიყავით შედარებით და ვერ აჩვენეს ჩვენებმა ის რაც შეეძლოთ. აღარაა ამ ლიგაში ჩვენი ადგილი და უფრო სერიოზული გამოწვევებისთვის უკვე მზად ვართ. გუშინ ძალიან მაგარი იყო გულშემატკივრობა, განათებულ სტადიონს რომ სიმღერაც მოერტყა ალბათ საერთოდ ავტირდებოდი სიხარულისგან. განვითარდა რაგბიც და გულშემატკივარიც.
gia
13 მარტი 2017 17:07
0
კოშაძე ყოჩაღ.
სპრინტერები გვაკლდა და აი, ერთიც გამოჩნდა.
კიდევ გვინდა ერთი ფლანგის გარემარბი.
13 მარტი 2017 16:44
0
აქ ამ სტადიონზე, რუმინეთი რომ დავამარცხეთ შარშან, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო საქართველოს ნაკრების!

ყოველთვის ერთნაირად ხომ არ ითამაშებს ნაკრები?
თუმცა ისიც კარგია, რომ თამასა აიწია და უკეთეს და უკეთეს თამაშს ვითხოვთ!

და ყველაზე მთავარი:
ამ ტურნირში თამაშით, ბუნებრივია სხვები კლასს აიმაღლებენ და ჩვენი კლასი დაეცემა...
სამწუხაროა!
ე, ბიჭო, შეგვიშვით ამ 6 ერში, თორემ ვიღუპებით!
:)
kaxa
13 მარტი 2017 15:46
0
ვერ ერკვევით რაგბში და უაზროდ აკომენტარებთ უმრავლესობა. ვერ გავიგე ჭაობში დარჩენა და ძველს სტილში რუსებისა თუ რაგბი ევროპის სხვა ერების განადგურება გინდათ მარტო და მორჩა? თუ არა და გაჩუმდით და აიტანეთ როგორმე ეს გარდამავლი ეტაპი სანამ ახალი თაობის მოსვლა-დამკვიდრებასტან ერთად რადიკალურად ვიცვლით სტილსაც ასეთი პროცესები კი უმტკივნეულოდ არ ხდება. ჰო რაც შეეხება რეპორტაჟის რეჟისურას 10 ბალიანით ვუწერ გაჭირვებულ სამიანს. გულშემატკივრის უნუკალურ პერფორმანსს რომელიც ანთებული თელეფონებით მოეწყო და თანღებად გადაუარა ტრიბუნებს ძალიან დიდი ეფექტი შეეძლო მოეხდინა რაგბის მამებზე მაგრამ რეჟისორმა რატომღაც ეს ყველაფერი უბრალოდ დააიგნორა.
s-7
13 მარტი 2017 14:51
0






პირველად ცხოვრებაში, რომ glaxuna_ას ვეთანხმები რააა ))))
თუ ჩვენ დავრჩით რაგბი ევროპაზე ?
მაშინ ვერასოდეს გავიზრდებით იმ დონეზე რომ ექვსი ერის ნაკრებებს წინააღმდეგომა გავუწიოთ, მოგებაზე კი რა გითხრათ ????
ამას უცილებლად ბევრი წლები დასჭირდება ასეთი თამაშით (((

glaxuna !
პლიტიკურ პოსტებს აჯობებს რომ აქ სპორტულ საიტზე პოსტო ხოლმე . . .


J A G A
13 მარტი 2017 14:51
0
სნობი ინგლისელები ფიკრობენ 5 ერს დაუბრუნდეს რომელ 6 ერზე ან 7 ზე ოცნებობთ?!
vova
13 მარტი 2017 14:36
0
ამ თამაშმა აჩვენა,რომ ჩვენი ადგილი 6 ერში ჯერ არ არის. აჭარაზე ვუყურებ ხოლმე 6 ერის მატჩებს და ძალიან შორს ვართ მაგათგან.
მაგრამ ,ჩვენ და რუმინეთი, ამ მოყვარულებისთვისაც ცოდოები ვართ.გეოგერაფიულად არის პრობლემა. თორემ ჩვენ უნდა ვითამაშოთ იაპონიის,სამოას,ფიჯის,აშშ-ის,კანადის გუნდებთან.ასეთი ლიგა იქნებოდა ჩვენთვის ტრამპლინი 6 ერში მოსახვედრათ.
dima
13 მარტი 2017 14:09
0

სიახლეები პოპულარული