"ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /

რ ა ტ ო მ ივიწყებთ გულშემატკივრებო-

6 - 22 წლამდე ბიჭი თამაშობდა სასტარტოში!
ამას ვერცერთი ნაკრები ვერ გაბედავს დღეს ...და მაინც მოიგეს,უბრალოდ უკანა ნიჭიერი ბიჭებს მხოლოდ ფიზიკური ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აგრესიული დაცვისათვის!
glaxuna
13:40 13-03-2017
0
მე მაპატიეთ მაგრამ მივმართავ რაგბის ბავშვთა წვრთნელებს! სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბურთით თამაშს და სისწრაფეს! დროა უკვე ვისწავლოთ სწრაფი თამაში, სწრაფი სირბილი და ნაკლები ჯარიმები მეტოქის ლელოს ხაზთან!
მომავალ თაობას მომავლის იმედით!!!
dato
12:37 13-03-2017
0

სიახლეები პოპულარული