შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გადამწყვეტ, მე-5 ტურში "ბორჯღალოსნები" სტუმრად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 მარტს გაიმართება.
"ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოსთან მატჩს პოზიტიურ განწყობაზე ვხვდებით. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრებს ვეღარ ვამარცხებთ, ჩვენგან კი ამას ელიან.
ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ამიტომ ცვლილებები იყო საჭირო. ახლა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა. ვფიქრობ, შეგვიძლია სიურპრიზის შეთავაზება. მთავარია, საკუთარი თავის და ერთმანეთის გვჯეროდეს", - თქვა