"ბორჯღალოსნებმა" სარუმინეთოდ პირველად ივარჯიშეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბთს, ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ბორჯღალოსნებმა" გუშინ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პირველად ივარჯიშეს.

საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულთაგან არ ჩანდა შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა. სამედიცინი შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. ასე რომ, "ხინჩაგა" რუმინელებთან თამაშს მაინც შეძლებს და თბილისში, წესით დღეს გამთენიისას უნდა ჩამოვიდეს.

მიკრო-ტრავმა აწუხებს მესამეხაზელ სიმონ მაისურაძეს, რომელიც გუნდთან ერთად იყო, თუმცა წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია. ყველა სხვა სპორტსმენი ჯანმრთელადაა, მათ
მთელი დატვირთვით ივარჯიშეს.

ტრადიციული მოთელვის შემდეგ ავსტრალიელმა ჯონ მაგლტონმა ბიჭები მოედნის მცირე მონაკვეთში, ერთსვლიან შეტევებში ავარჯიშა. რის შემდეგაც გუნდი ორად გაყო. სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა, რომელშიც რატომღაც მხოლოდ 13 მორაგბე იყო, ასე გამოიყურებოდა:

დავით ზირაქაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი, გიორგი ნესმაძე, ლევან დათუნაშვილი, ზვიად მაისურაძე, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, თედო ზიბზიბაძე და დავით კაჭარავა.

ამ გუდნმა და დანარჩენებმაც მრავალფაზიანი, მიმართულების ხშირი ცვლით შეტევისას, ბლოკებად თამაშს დაუთმეს საკმაოდ დიდი ყურადღება. ვარჯიშის მთავარი არსი, ბურთიანი მოთამაშის მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში იყო.

ამის შემდეგ უკანახაზელებმა ბოჭვასა და ფეხით თამაშში ივარჯიშეს. მორკინალებმა კი დერეფანში თამაში დახვეწეს. ამ შემთხვევაში, შერკინების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჟღენტი, ვახტანგ მაისურაძე, ლევან დათუნაშვილი, შალვა სუთიაშვილი, გილა ლაბაძე და მამუკა გორგოძე.

ერთი სიტყვით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს რიჩი დიქსონი და "სტეჟარისთან" ძირითად შემადეგნლობაში ვინ ითამაშებს, მხოლოდ ხუთშაბათ საღამოს გაირკვევა.

ამასობაში, ცუდი ამბებია რუმინელთა ბანაკში. "მუხის ფოთლებს" ტრავმირებულ შერკინების კვაჭ მარიუშ ტინკუსთან ერთად, კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ოვიდიუ ტონიცაც დააკლდებათ. ფრანგული "პერპინიანის" მესამეხაზელი საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

რუმინელები მასთან ერთად კიდევ ერთ მესამეხაზელ ალექსანდრუ მანტასაც მისტირიან, თუმცა მან რუმნეთის ნაკრებში თამაშზე უარი ოფიციალურად თქვა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), გიორგი ჟღენტი (მონპელიე)
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გია ლაბაძე (ლა სეინი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)
#10: მერაბ კვრიკიაშვილი (ფიჟაკი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პეროგო)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), ვასილე მარისკარიუ (ბობინი), ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სამუელ მარისი (ტიმიშოარა), პეტრუ ტამბა (დინამო), ანდრეი რადოი (ბაია მარე)
მეორე ხაზი: სორინ სოკოლი (ლურდი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ვალენტინ ურსაკე (ექსი).
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი, დანიელ იანუსი (ორივე-სტიაუა), მიჰალ მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული), ტრაიან პლოტში (ფიჟაკი)
#9: ლუჩან სირბუ (მიო), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგიუ (ბუქარესტი)
#10: დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-სტიაუა)
#12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), კონსტანტინ გეარა (ფარული), რობერტ დესკალუ, იონელ კაზანი (ორივე-სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)
#11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული)
#15: იულიან დუმიტრაში (ლურდი)


***
ერთა თასის მეოთხე ტურში ასევე დიდ ინტერესს იწვევს დაპირისპირება მადრიდში, სადაც ესპანელი "ლომები" პორტუგალიელ "ლობუშებს" უმასპინძლებენ. თუ სტუმრებმა მეტოქე საპრემიო ქულის გარეშე დაამარცხეს, მაშინ ერთა თასის მოსაგებად "ბორჯღალოსნებს" ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევს ხელს. თუ არა და, "სტეჟარის" მინიმუმ ოთხი ლელო უნდა გავუტანოთ.

ესპანეთის ნაკრები
მარტინ ერედია (კოსტა დე სოლ), ლეონარდო ფერნანდეს არამბურუ (კახასოლი), ნაჩო გუტიერსეი, ანიბალ ბონანი (ორივე-ენტერპინარესი), სერხიო სოუტუ, პაბლო ფეიხოო (ორივე-ელ სალვადორი), ხავიერ კანოსა (მადრიდი), რაფაელ მატი (კისენეროსი), რამონ ნარვესი (მახადაჰონდა), მარტინ აკენა, მეთიუ კუკი (ორივე-ლა ვილა), პერიკო მარტინი, მატიას ტუდელა (ორივე-ორდიზია), ფედერიკო ნეგრილო (ბისკაია), უნაი ლასა (ბერა ბერა), კარლო ბლანკო (ვიგო), ხესუს მორენო (ლიდსი), გაუტიერ გიბუნი (ბორდო), სეხი ობენელი (კლერმონი), ხესუს რეკუერდა, ხუან კანო (ორივე-ლილი), პიერ ბელსუნსე (კოლომიე), ადრიენ აიესტარანი, ენდონი ხორახურია (ორივე-ბიარიცი), მატინ ოზქუი (დაქსი), მატიე როსა (ორიაკი), ფაბიენ როფსი (მონპელიე), ბენატი ოზქუი (ტიროსი), დავით გურგენაძე (ორტეზი).

პორტუგალიის ნაკრები
პირველი ხაზი: ჟოა ჯუნიორი (კდული), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეა (ორივე-დირეიტო), კრისტიან სპაშუკი (კოლომიე), ჟუან მურე (ელ სალვადორი), ენტონი ალვესი (მონტობანი), ბერნარდო დუარტე (აგრონომია), ლიონელ კამპერნი (პო)
მეორე ხაზი: გონსალო უვა (მონპელიე), ჟუან სევერინო (აგრონომია), რუი დორეი (დირეიტო), ფერნანდო ალმეიდა (სეტუბალი)
მესამე ხაზი: ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ვასკო უვა, ლუის სოუსა (ორივე-დირეიტო), ტიაგო გირაუ (კდული), ხესუს ლე რუ (აგრონომია)
#9: ჟოზე პინტუ, პედრო ლეალი (დირეიტო)
#10: ჯო გარდნერი (ობენა), პედრო კაბრალი (კდული)
#12-13: პედრო სილვა (ბელენენსეში), ფრანსისკო მირა (აგრონომია), ფრედერიკო ოლივეირა, კარლ მურეი (ორივე-კდული)
#11-14: გონსალო ფორო, ბერნარდო სილვერია (კდული), ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ესტევეში (დირეიტო)
#15: ანტონიო აგილარი (დირეიტო), ფრანსისკო სერა (კოიმბრა)


***
გუნდის გაფართოებული შემადგენლობა გააცხადა უკრაინის ნაკრების მთავრმა მწვრთნელმაც, რომლის კონსულტანტიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ზაზა ლეჟავაა. უკრაინელთა განაცხადში, რომლებიც შაბათს ოდესაში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, მესამე ტურის მატჩისგან განსხვავებით სამი ქართველია. ცხრა ნომერ ზურაბ კიკაჩეიშვილს და უკანახაზელ გიორგი გეგიძეს დაემატა მესაემხაზელი ჯაბა მალაღურაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების მგეზავის, ლაშა მალაღურაძის ძმაა.

უკრაინის ნაკრები
ალექსანდრ სუხუხი, მიკოლა კირსანოვი, ივან ზალიაზნიაკი, ვიაჩესლავ კრასილნიკი, ალექსანდრ მიშენევი, ალექსანდრ ლომაკინი, ალექსანდრ ცაპენკო, მაქსიმ კრავჩენკო, სერგი ცერკოვნი, სეგი მანჟოსი, სერგიი გარკავი, ოლეგ კოსარევი, ვიაჩესლავ პონომარენკო (ყველა-ოლიმპი). ევგენი ჩაიკა, ალექსანდრ პოლიანსკი, ედუარდ ვერტილეცკი, რუსლან რადჩუკი, რომან კულაკივსკი, ოლექსი ნოვოკრესჩენოვი, ჯაბა მალაღურაძე, ზურაბ კიკაჩეიშვილი, დენის მასიუკოვი, პავლო მასიუკოვი, გიორგი გეგიძე, სერგი მონასტირიოვი (ყველა-კრედო), სერგიი იანჩიი, ვიტალი კრასნოდემსკი (ორივე-ავიატორი), იგორ სნისარენკო (ტირასპოლი), ანდრიი გოლიშევი (პენზა), ვიტალი ორლოვი (ენისეი).

რუსეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ვლადისლავ კორშუნოვი (სამივე-ვვა), სერგეი პოპოვი, რომან ბორისოვი (ორივე-სლავა), ივან პროშეპენკო (კრასნი იარი), ევგენი პრონენკო (ენისეი)
მეორე ხაზი: ალექსეი პანასენკო, ალექსანდრ ვოიტოვი (ორივე-ვვა), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი)
მესამე ხაზი: ვიაჩესლავ გრაჩოვი (ბიზანსონი), ვიქტორ გრესევი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი (სამივე-ვვა), ნიკიტა მედკოვი (სლავა), ანდრეი ტემნოვი)
№9: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი (ორივე-ვვა)
№10: იური კუშანარიოვი (ვვა)
№12-13: მიხაილ ბაბაევი (ვვა), იგორ გალინოვსკი, ალექსეი მაკოვეცკი (ორვე-კრასნი იარი)
№11-14: ვასილი არტემევი, ანდრეი კუზინი (ორივე-ვვა), ვლადიმირ ოსტროუშკო (კრასნოდარი)
№15: კონსტანტინ რაჩკოვი (სტად ფოსიენი), იგორ კლუჩნიკოვი (ვვა).


ერთა თასი
IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +120 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 +8 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 -44 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 +23 5
5. რუსეთი 3 1 0 2 -28 5
6. უკრაინა 2 0 0 2 -81 0.






.


ცუდი ამბებია რიმინელთა ბანაკში. "მუხის ფოთლებს" ტრავმირებულ შერკინების კვაჭ მარიუშ ტინკუსთან ერთად, კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ოვიდიუ ტონიცაც დააკლდებათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული