გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. "ბორჯღალოსნების" ექვსწლიანი ჰეგემონია ბუქარესტში დასრულდა. წინ ივნისის ტესტებია. იქამდე კი ევროპის 18-წლამდელთა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებია. დასასრულს უახლოვდება საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებაც.

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ქომაგებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.

არასწორი სელექცია?
ვიგრძენი, რომ სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ქომაგებთან და მედიასთან არის საჭირო შეხვედრა. ვფიქრობ, ინფორმაციისა და აზრთა გაცვლა ყველასთვის სასარგებლო იქნება.

მინდა დავიწყო იმ ნეგატივით, რომელიც ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშმა დატოვა.
საქმე მარტო მარცხში არ არის. მთავარი ისაა, რომ გუნდის თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი არც ჩვენთვის, არც ქომაგებისთვის და არც თვითონ მორაგბეებისთვის.

ცხადია, გვქონდა მილტონ ჰეიგთან საუბარი ამ თემაზე. მან თქვა, რომ ნაკრებში საჭიროა როტაცია და ახალგაზრდა მორაგბეების გამოცდა. დიახ, ახლა რომ არ გამოგვეცადა ახალგაზრდა მორაგბეები, ჩვენ ვკარგავდით ერთ წელიწადს მსოფლიოს თასისთვის მზადების კონტექსტში. თუმცა, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდის პირობებშიც შეიძლებოდა უკეთ თამაში და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მოგება.

ცხადია, აზრთა სხვადასხვაობაა თვით მწვრთნელთა შტაბშიც შერჩეულ ტაქტიკასა და სელექციაზეც. ეს მუშა პროცესია.

მილტონ ჰეიგთან კონტრაქტი 2+2 წელიწადია. წლის ბოლოს გავაკეთებთ ანალიზს და გადავწყვეტთ, განვაგრძოთ მასთან კონტრაქტი თუ არა. არ მინდა, ეს ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს რაგბის კავშირს ჰეიგის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. იმას, რაც ზემოთ ვთქვი, კონტრაქტი გვავალდებულებს.

დანაპირები არ შესრულდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ შეგვისრულა დანაპირები და ახალი ათი სავარჯიშო სარაგბო მოედნის მოწყობა ვერ მოხერხდა. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პროექტი ერთი წლის განმავლობაში ორ ეტაპად მაინც განხორციელდება. დამატებით კიდევ ათი სარაგბო ბაზა ათეულობით ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას ნიშნავს.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციას, ძმებ კოკაიებს, თენგიზ სულაქველიძეს და კარლო მჭედლიძეს, რომლებმაც თავიანთი ბაზები დაგვითმეს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდებისთვის სავარჯიშოდ.

მატჩები გაიმართება ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში. თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მეორე მხრიდან ტრიბუნა ემატება. მატჩების ნაწილი ვაკის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისში კი მატჩებს "აია არენა" უმასპინძლებს.

თამამად შემიძლია გთხრათ, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ქართულმა პროექტმა გაამართლა. ილია მაისურაძე, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი თანამოაზრეები არიან, ძალიან გაიზარდნენ. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომლებმაც შარშანაც ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. მათ უკვე აქვთ გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ეს გუნდი, ამჯერად, უფრო ხარისხიან თამაშსაც აჩვენებს.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს წლეულს 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე. კარგი თაობაა, რომელიც, იმედი მაქვს, უფრო მაღალი დონის რაგბის ითამაშებს. ხვალ პირველი თამაში აქვთ კანადასთან და ვნახოთ, რა მოხდება.

ბიუჯეტი პრობლემურია
შარშან ბიუჯეტი 14 მილიონამდე გვქონდა. წლეულს გაზრდილი განაცხადი გავაკეთეთ, დაახლოებით 25 მილიონამდე მოვითხოვეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ ინფლაციით გამოწვეული დანაკლისი შეგვევსო და გუნდებისთვის საბაზო დაფინანსება გაგვეზარდა, მაგრამ იგივე დაგვიტოვეს. ამჟამად კლუბების საბაზო დაფინანსება 400 ათასი ლარია, პრემიის სახით კი, 500 ათასი თამაშდება.

შემოდგომიდან ტელეკომპანია "რაგბი ტივი" საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩს გადასცემს. შესაბამისად, გაჩნდება სარეკლამო არეალი, რომელიც კლუბებს შეუძლიათ პოტენციურ სპონსორებს შესთავაზონ. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ "რაგბი ტივის" ხელს, რათა განვითარდეს და ამით რაგბის პოპულარიზაცია, გნებავთ, დაფინანსება გაიზარდოს.

აქვე მინდა ერთი სიახლე გავთქვა: ჩვენი ძალებით მოვიძიეთ სპონსორი და საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება ფასიანი. ანუ გამარჯვებული მიიღებს სოლიდურ თანხას. რამდენი იქნება საპრემიო თანხა და ვინ არის სპონსორი, მოგვიანებით გაცხადდება.

შესაბამისად, ჩემპიონ გუნდს მიეცემა შანსი, ევროთასების გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

გვეღირსება ჩელენჯ კაპი?
ჩელენჯ კაპის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ადგილი გვაქვს. აქამდე მასზე უარს ვამბობდით და ჩვენს კვოტას სხვა იყენებდა. ამჯერად ორგანიზატორებს მონაწილეობაზე თანხმობა შევუთვალეთ. ამას რომ ვაკეთებდით, ზურგს არაფერი გვიმაგრებდა.

მართალია, ჯერ ახალ ფორმატზე მუშაობენ და ის ჩამოყალიბებული არაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფინანსების გარეშე იქ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი იქნება. ამასთან ერთად, შესაძლოა გამოჩნდნენ სპონსორები, დაგვეხმაროს თბილისის მერია და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ ბრძოლაში ვართ, უკან არ ვიხევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჰეიგი ძალიან მაგარია, მელიტონა კი არა სვანიძეა გასაშვები, მოვიდა და დიწყო ერევდარევა, რა უნდა მაგის ძმიშვილის ნაკრებში? ნიჟარაძე ამას აკეთებდა? მოიყვანა თავის ახლობლები და ახლა ჰეიგს აბრალებს. სირცხვილია, დააბრუნეთ ნიჟარაძე
giorgi
08 აპრილი 2017 19:42
0
ჰეიგი ძალიან მაგარია, მელიტონა კი არა სვანიძეა გასაშვები, მოვიდა და დიწყო ერევდარევა, რა უნდა მაგის ძმიშვილის ნაკრებში? ნიჟარაძე ამას აკეთებდა? მოიყვანა თავის ახლობლები და ახლა ჰეიგს აბრალებს. სირცხვილია, დააბრუნეთ ნიჟარაძე
giorgi
08 აპრილი 2017 19:42
0
მიდი მილტონ მიაწექი. მწვრთნელი არაა შესაცვლელი, უფრო ფედრაციის გეგმებია საინტერესო საკლუბო რაგბის განვითარების კუთხით. თაობათა ცვლა არ ხდება ესე მარტივად და ჯობია სახდელი ეხლა მოვიხადოთ და მსოფლიოზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, ვიდრე რუბინეთის დაჯაბვნას შევალით ყველაფერი.
ნნ
07 აპრილი 2017 09:55
0
Nakrebis tamashi ratqmaunda,ar mogvewona wels da ragac martlac unda sheicvalos da gamoswordes!!!melitona unda darches chemi azrit,tumca pederaciam kvela mwvrtneli vinc kidanishna,kvela ertmanetze uketesi da chvenze kargad tviton ician da gmertma gaumarjod!
avlip qizikski
07 აპრილი 2017 08:07
0
3 ჯარიმიდან 1 რომ გაეტანა მეკოს ამდენი ამბავი ხომ არ ატყდებოდა? სპორტია ხალხო საგანგაშოდ არა მგონია იყოს საქმე...
fan
07 აპრილი 2017 00:23
0
როცა ჰეიგი მოვიდა რუმინეთის დონის გუნდის გვყავდა შეიძლება ოდნავ სუსტიც. დღეს პირველი ნაკრების რომ გავიყვანოთ რუმინეთს შანსი არ ექნება. თამაში გამრავალფეროვნდა და ხარისხმაც აიწია. ეხლა საკლუბო რაგბის დროა, რომ რეზერვი შექმნას და ევროტურნირები დროული და საჭიროა ამისთვის. მე ვფიქრობ ჰეიგს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს, მაგრამ წლის ბოლოს შეფასება ჯობია. ამ ხელფასზე ნამდვილად ვერ მოვიყვანთ საუკეთესო მწვრთნელებს. პლუს ამ კაცს უყვარს თავისი საქმე და საქართველოც შეუყვარდა, არ არის ეს კაცი დასაკარგი და როცა შევცვლით ერთ დღეს არც მერე უნდა გავუშვათ, სხვა პოზიცია მოვუძებნოთ.
gia
07 აპრილი 2017 00:01
0
იქიდან დავიწყებ რომ ჯერ ერთი ბატონი სვანიძე ვერ ილაპარაკებს ქომაგის სახელით, მე მომეწონა ჩვენების თამაში რუმინეთთან და თანაც ძალიან. პროგრესი აშკარაა უკანა ხაზის თამაშში და ხელით შეთამაშებაც წინა წლებზე ბევრად უკეთესია. და რაც მთავარია ამ კაცს უყვარს ჩვენი რაგბი და ამას ვენარაირი ფულით ვერ ვიყიდით ამიტომაც დააცალეთ.
vato
06 აპრილი 2017 22:43
0
ჰეიგის გაშვება ამ ეტაპზე დიდი შეცდომა იქნება. მინიმალური ანგარიშით რუმინეთთან წაგება, საბაბი არ უნდა გახდეს ჰეიგის გაშვებისთვის.მან იაპონიაში უნდა გაიყვანოს გუნდი მოედანზე.
lagaz
06 აპრილი 2017 21:35
0
ჰეიგი ახალგაზრდულისთვის იქნება კარგი.ნაკრებში კი ახალზელანდიელი ძლიერი მწვრთნელია საჭირო,რა თქმა უნდა ჰეიგზე მინიმუმ 5-ჯერ მეტი ხელფასით.ჰეიგის ხელფასი,რამდენადაც ფედერაციის 6 წლის წინანდელი განცხადება მახსოვს, მაშინ როცა მოვიდა თვეში იყო-10 000 დოლარი.ეხლა შეიძლება მოუმატეს,არ ვიცი.
mamulo
06 აპრილი 2017 20:28
0
ფეხით თამაში დასახვეწია და სისწრაფეები მოსამატებელი. ისეთი მწვრთნელებია მოსაძებნი ვინც ამ პრობლემებს მოაგვარებს.
1,2,3,5,8...
06 აპრილი 2017 18:30
0

სიახლეები პოპულარული