მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა:
- მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის
"მინდა, ქართული რაგბის ცოცხალ ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მადლობა გადავუხადო, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თითოეული მატჩისთვის. მან შექმნა ეპოქა, რომელიც სამაგალითოა ნებისმიერი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. მისი გადაწყვეტილება იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას. მადლობა, კაპიტანო"! - წერს კაშია.