საქართველო - რუმინეთი 18:11

AutoSharing Option
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ერთა თასის IV ტურის მატჩში, "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებს დაძაბულ მატჩში 18:11 სძლიეს და "ანთიმოზ ივერიელის" თასი დაიბრუნეს, რომელიც ჩვენ მეტოქეებს შარშან დავუთმეთ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და ჯერ კვირიკაშვილის ზუსტი ჯარიმით დაწინაურდა (3:0), შემდეგ კი გორგოძე-ზირაქაშვილის გარღვევას ამ უკანასკნელის ლელო მოჰყვა. გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში 10:0 დავწინაურდით. ორიოდე წუთში მეორე ლელოს დადება ხამაშურიძემ შეძლო, რასაც პირველ ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ორი ხეირიანი საჯარიმოთი უპასუხეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშში სხვაობა კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი
საჯარიმოთი გავზარდეთ. მოგვიანებით რუმინელებმა იძალეს და ერთი ლელოს დადებაც შეძლეს, თუმცა რეალიზაციაში ვერ ივარგეს, ისევე როგორც საჯარიმოებში და მატჩის საბოლოო ანგარიში 18:11 დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით რიჩი დიქსონის შეგირდებმა "ერთა თასის" მოსაგებად მნიშვნელოვანი ქულები მიითვალეს, მომდევნო შეხვედრას კი ერთი კვირის შემდეგ, 19 მარტს რუსეთის ნაკრებთან, სოჭში გამართავენ.



მკითხველის კომენტარები / 9 /
რაღა გვეთქმის? ჯიგრებმა ჯიგრულად იბრძოლეს! ვამაყობთ მათი! ცოტა დაღლილები კი ჩანდნენ. . . მაგრამარ დაჩოქილან! ყოჩაღ!
giorgi
18:02 12-03-2011
0
სოჭში მიდის ვინმე? ტრაბზონის ვარიანტში...
Tregu
18:09 12-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული