"ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია

AutoSharing Option
10 მაისს იაპონიის ქალაქ კიოტოში რაგბიში მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ამერიკა 2 (ჯერ უცნობია), ოკეანეთი 1 (ჯერ უცნობია), უელსი და ავსტრალია.

ოკეანეთი 1-დან, სავარაუდოდ, ფიჯი ან სამოა შეგვხვდება, ხოლო ამერიკა 2-დან - კანადა ან აშშ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასი 2019 იაპონიაში ჩატარდება.

მსოფლიოს თასი 2019-ის სრული წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: იაპონია, პლეი ოფის გამარჯვებული, ევროპა 1, შოტლანდია, ირლანდია
B ჯგუფი: რეპეშაჟში გამარჯვებული, აფრიკა 1, იტალია, სამხრეთი აფრიკა, ახალი
ზელანდია
C ჯგუფი: ოკეანეთი 2, ამერიკა 1, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი
D ჯგუფი: ამერიკა 2, ოკეანეთი 1, საქართველო, უელსი, ავსტრალია
მკითხველის კომენტარები / 33 /
საქმეს მიხედეთ დღეიდან. მოედანზე შიშით გასვლა რომ ისინი ჩვენზე ძლიერია არასწორია და აქედანვე ასწავლეთ ბიჭებს. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი აღარ უნდა განმეორდეს, ბევრი შეგვიძლია და კარგად უნდა მომზადებაა.
kaxa
11 მაისი 2017 10:38
0
რაგბს წუწუნი არ უხდება არანაირი მნიშვნელობა არააქვს სად მოვხვდებოდით პირველი ორი ჩვენზე ბევრათ ძლიერია ყველა ჯგუფში და თუ ვინმეს დამარცხებას გეგმავდნენ ეს D ჯგუფში გააკეთონ
live
11 მაისი 2017 03:05
0
კითხვაზე აბა რომელი ჯგუფი სჯობდა? პასუხია: ა და ბ ჯგუფი სჯობდა. იქ არგენტინა და იაპონია ჩვენსავით მე-3 კალათში იყო და ჩვენთან ვერ მოხვდებოდნენ. დანარჩენი კი თუ რაგბი ცოტათი მაინც გესმით ყველაფერი გასაგებია უნდა იყოს
Irakli
10 მაისი 2017 20:13
0
რომელ ჯგუფში "გაუმართლებდა" რომ?!
კონიკოსი ხოფილა...
vova
10 მაისი 2017 16:57
0
გლახო:) აი ზუსტად, რომ ყველაფერი არაა დასაშვები რაგბიში, მართლა გგონია, რომ უელსთან და ავსტრალიასთან მოგებაზე ითამაშებ?? შეიძლება ითამაშო,მაგრამ, ვერ მოიგებ ვერანაირად, ეს ფეხბურთი არაა, რომ გაგივარდეს:)აშშ-სთან და ფიჯისთან შეიძლება რაღაც გამოვიდეს, (ფიჯისთან არა მგონია, ეს ტესტ მეტჩი არ იქნება):)) როცა გაგებაში არა ხართ, ნუ მოაღებთ ხოლმე პირს.... აბა და ვაჟკაცობა და ქართველობა და შემართება და ა.ს.შ არც სხვებს აკლიათ ეს
glaxunas
10 მაისი 2017 16:40
0
გორგოძის წასვლით მესამე ხაზში კი არა მე-2 ხაზში გაგვიჩდა საფიქრალი რეალურად მაღალი კლასის მე-2 ხაზელი გვყავს კოტე, ნემსაძე და გორგოძეს შეეძლო ტავისუფლად ეთამაშა. დანარჩენები ან ახალგაზრდები არიან და ჩვენს ჩემპიონატში თამაშობენ ან უკვე ძაან ასაკში და წასულები ნაკრებიდან. შესაბამისად მარალი კლასის მოქმედი მე-2 ხაზელი ვინც ნაკრებში მოიაზრება კიდე და მსოფლიოსთვის იქნება გვყავს კოტე და ნემსო. ნემსაძე კიდე მსოფლიოსთვის 35 წლის იქნება. ვრჩებით იმის იმედზე რომ ახალგაზრდები მოუმატებენ და უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით
დათო
10 მაისი 2017 16:04
0
შეეშვით გორგოძეს 2019წელს 35 წლის იქნება და იცის კაცმა რომ ამ დონეზე ვეღარ ითამაშებს თან მართალი თქვა მესამე ხაზში მაგარი ბიჭები იზრდებიან, გორგაძე უკვე ეხლა კლერმონის ძირითადში თუ არა შეცვლაზე სისტემატურად თამაშობს და ორ წელიწადში გორგოძეზე ნაკლები არ იქნება ასევე (გვარი დამავიწყდა) ბორდოში ითამაშებს მომავალ სეზონში ეგეც მაგარი ბიჭია და კიდევ მოუმატებს! ჯგუფს რაც შეეხება რთულია მაგრამ თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს 2019-ში ორი თამაში კი უნდა მოვიგოთ
zaza
10 მაისი 2017 15:54
0
ამაზე უკეთესი წილისყრა ნეტავ რა უნდა ყოფილიყო?!... სომხებსა და აზერებს ხომ ვერ ჩაგვისვამდნენ ჯგუფში?!... გორგოძე კი, როგორც სჩვევია, სწორად მოიქცა და გუნდზე უფრო იფიქრა, ვინემ საკუთარ თავზე - ორი წელი საკმარისი დროა მის შესაცვლელად... აბა, ერთი კვირით ადრე რომ ეთქვა, ეგ აჯობებდა?!...
მსქროლავი ტროლი
10 მაისი 2017 15:44
0
არავის არ ეპარება ეჭვი რომ ბიჭები ბოლომდე იომებენ ყველა მატჩი. თუმცა არც ზედმეტი მოლოდინების შექმნა და ბაქიბუქობა არ ვარგა. ამ ჯგუფში ორი მოგება დიდი წარმატება იქნება. 2023 წელს კი თუ ყველაფერი კარგად წავიდა უელსზეც შეიძლება გავიწიოთ. 20 წლმადელების მსოფილო ჩემპიონატიც დაგვანახებს რა შანსები გვაქვს მომავალში. წარმატებები ბიჭებს
Irakli
10 მაისი 2017 15:27
0
ამ წუწუნის ფონზე ჩვენ ექვს ერში გვინდა თამაში ? ავსტრალიას ყავს ერთადერთი ყველაზე ძლიერი შერკინება აი მაგენთან უნდა ვიომოთ და თუ ათ ქულაზე მეტს არ წავგებთ მერე ვიტყვი რომ ღირსები ვართ ექვსი ერის.
tato
10 მაისი 2017 15:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული