რუსები სოჭში ჩვენზე გამარჯვებას გეგმავენ

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში მტკიცედაა დარწმუნებული, რომ 19 აპრილს, სოჭში დაგეგმილ ერთა თასის ბოლო მატჩში ჩვენი ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამარჯვებას იზეიმებს.

რუსთა თავკაცი ასეთი თამამი განცხადებების გაკეთების იშტაზე უკრაინის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებამ (41:5) მოიყვანა.

- ჩვენ უკრაინასთან გამარჯვებამ საკუთარი ძალების რწმენა შეგვძინა, თუმცა დავინახეთ შეცდომებიც, რომელიც მომავალ მატჩში აღარ უნდა გავიმეოროთ. საქართველოს ნაკრები რთული მეტოქე არამხოლოდ ჩვენთვის, ნებისმიერი გუნდისთვისაა - ამ ქვეყნის რაგბიმ განვითარებისკენ ხომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა.

მიუხედავად მეტოქის სოლიდურობისა, ჩვენ საკუთარ თამაშს ვანახებთ და
როგორც წინა თამაშებში, სოჭშიც მაქსიმალური შედეგისთვის გავირჯებით. საქართველოს ნაკრებთან ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება!"

მომზადებულია sportbox.ru-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მომეწონა რუსების:"უკრაინასთან გამარჯვებამ თავის რწმენა მოგვცაო".რა ცოტა ყოფნით ჩვენს მეზობლებს...
ნეტა სხვა რამეშიც ეგეთი შანსი გვქონდეს რუსებთან,როგორც რაგბში!!!
vaso
11:24 16-03-2011
0
ვაიმეეე გაიხარეთ:* გვიყვარხართ უზომოდ :* თქვენი იმედი გვაქვს :*რუსი უნდა განადგურდეს :)
მარი
22:49 15-03-2011
0

სიახლეები პოპულარული