რადიო "პალიტრა" FM 103"9 რაგბის ქომაგებს სოჭიდან პირდაპირ ჩართვებს ჰპირდება

AutoSharing Option
ხვალ, 19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩს რუსეთის ნაკრებთან სოჭში გამართავს და ამასთან დაკავშირებით რადიო "პალიტრა" FM 103"9 ქართველ ქომაგს 16:00 სთ-დან პირდაპირ ჩართვებს შესთავაზებს.

"ბორჯღალოსნებისა" და რუსი "დათვების" დაპირისპირების მსვლელობისას, რადიო "პალიტრა" მსმენელს, საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, გიორგი მამარდაშვილის სოჭიდან ჩართვებს შესთავაზებს.

არ გამოტოვოთ, უქომაგეთ ჩვენს საყვარელ გუნდს რადიო "პალიტრის" ეთერში სიხშირეზე FM 103"9. პირდაპირი ჩართვების მოსმენა ინტერნეტითაც შეგიძლიათ მისამართზე www.palitratv.ge.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული