რუსეთის რაგბის კავშირი: ქართველების პრეტენზიები უსაფუძვლოა

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის კავშირის პრესატაშემ სერგეი მარკოვმა ქართული მხარის პრეტენზიებს, რომელიც გუნდის სოჭში ვიზიტსა და ტელეტრანსლიაციის შეზღუდვას უკავშირდება, უსაფუძვლო უწოდა.

"სიგნალის შეგნებულად დაბლოკვაზე საუბარი არასერიოზულია – მატჩის ჩვენება რუსეთში არ იგეგმება. სოჭში სათანადო ტექნიური აღჭურვილობა არაა და როგორც პორტუგალიასთან მატჩში, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ აუდიო და ტექსტური ტრანსლაციის განხორციელება მოგვიწევს. საქართველოს რაგბისტთა კავშირი თავიდანვე იყო ინფორმირებული სიგნალის ვერმიღების თაობაზე და ეს არავისთვის უნდა ყოფილიყო სიახლე.

აქვე მოგახსენებთ, რომ ქართული მხარის სხვა პრეტენზიებიც უსაფუძვლოა. დავით კაჭარავამ მართლაც დაჰყო საზღვარზე 30 წუთი - მას
დოკუმენტაციას უმოწმებდნენ, მაგრამ მოსკოვში 2-3 ზარის შემდეგ ყველა პრობლემა მოიხსნა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – მესაზღვრეები ამოწმებენ და აკავებენ არამარტო საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს.

სასტუმრომდე ქართველებმა არა 3 საათში, როგორც თავად აცხადებენ, არამედ საათსა და 20 წუთში მიაღწიეს. ეს საცობებთან იყო დაკავშირებული და ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, მათთვის მოედანი სავარჯიშოდ ნებისმიერ დროს დაგვეთმო, თუმცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ვარჯიში არ ისურვეს.

რაც შეეხება სამი ქართველი ტელეჟურნალისტის ჩხრეკის ფაქტს, ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა. სინამდვილეში კი მესაზღვრეებმა მათ საჭირო დოკუმენტაციის შევსება სთხოვეს. რომელიც ძვირადღირებულ ტექნიკურ აპარატურასა და კამერებს ეხებოდა. ყველაფერი ამ შემთხვევაშიც მშვიდობიანად დასრულდა", - განაცხადა მარკოვმა.




.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ქნას რუსია და სხვა რა გზა აქვს? ასეთი როა რუსი ეს მხოლოდ ბუნების ბრალია.
dato
00:40 21-03-2011
0
რა ქნას რუსია და სხვა რა გზა აქვს? ასეთი როა რუსი ეს მხოლოდ ბუნების ბრალია.
dato
00:38 21-03-2011
0

სიახლეები პოპულარული