"ბორჯღალოსნების" წარმატება სოჭში!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" 2012 წლის გათამაშების ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 15:9 გაიმარჯვა. თამაში სოჭში, "სლავა მეტრეველის" სახელობის არენაზე გაიმართა და მიუხედავად მოედნის ცუდი საფარისა, "ბორჯღალოსნებმა" დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ქართველი მორაგბეები პირველი ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. მეოთხე წუთზე ჯარიმა ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა. რუსებმა საპასუხო ჯარიმის გატანა და ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე შეძლეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორჯღალოსნებმა" იძალეს და მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა, კვირიკაშვილის გარ
დასახვა კი ზუსტი იყო - 3:10. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ქართველ მორაგბეთა იერიში ჯაბა ბრეგვაძემ ლელოდ აქცია – 9:15, მალაღურაძემ კი ზუსტად ვერ გარდასახა და მატჩიც ამ შედეგით დასრულდა.

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" "ერთა თასის" 2011 წლის გათამაშებაში ხუთიდან ხუთივე მოგებული მატჩი მიითვალეს, საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაში კი ჩვენი უპირატესობა ცამეტ მოგებამდე ერთი მარცხის წინააღმდეგ გაიზარდა.





.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თკვენი ცჰირიმე ბიცჰებოოოოოოოოო!
გაიხარეტ როგორც მტელი საკარტველო გაახარეტ.
zaza
18:11 19-03-2011
0
გაიხარეთ ბიჭებო. ღმერთმა ძალა მოგცეთ. სულ გამარჯვების გზაზე გევლოთ, ეგეთი სული რომ გაქვთ მარტო მაგიტომ ხართ დასაფასებელი სხვა რომ არაფერი ვთქვათ. გილოცავთ სუყველას!!!!!!
Aleko
18:14 19-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული