"მომავლის საქართველოდ" წოდებული საქართველოს სარაგბო ნაკრები, რომელიც ინგლისურ ტურნეზე იმყოფება, ბრიტანული არმიის გუნდის ძლევის (30:17) შემდეგ, 28 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირსპირდა და მეტოქე 38:13 დაამარცხა. ინგლისში შეკრებაზე საქართველოს A ნაკრები უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ლევან მაისაშვილმა ყველა სასურველი მორაგბის გამოძახება ვერ მოახერხა.
ნაწილი ფრანგულმა კლუბებმა არ გაათავისუფლეს, ნაწილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, თბილისში გასამართი მსოფლიოს თასის "ალაფისთვის" ემზადება და ამიტომ, ბრიტანეთში საქართველოს მესამე გუნდი გაემგზავრა, მიუხედავად ამისა, მაისაშვილის გუნდმა ორივე მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
msy.gov.ge
.