წლევანდელ შეჯიბრებას უწინდელთან შედარებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმის დაწყებამდე სამი თვით ადრე იმართება. ბუქარესტში მოასპარზე გუნდებიდან სამი ახალ ზელანდიაში ითამაშებს, მათ შორის მასპინძელთა ეროვნული გუნდიც, რომელიც "ბორჯღალოსნების" მეტოქეა ჯგუფურ ტურნირში. "მუხის ფოთლებს" ჩვენი გუნდი 28 სექტემბერს პალმერსტონში დაუპირისპირდება.
”IRB-ს ერთა თასის წლევანდელი გათამაშება ჩვენთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ამ ტურნირზე გვინდა, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ეროვნული
ამასთან, ბუქარესტის ტურნირს განვიხილავთ, როგორც იმ მოთამაშეების დათვალიერებად, რომლებსაც წლევანდელი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ თუ ახლავე არ გავამახვილეთ ამაზე ყურადღება, ეროვნული ნაკრები ისე ვერ განვითარდება", - თქვა IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა.
ბუქარესტში 26 ბორჯღალოსანი გაემგზავრება, აქედან ხუთი კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები) და გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი) ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ.
ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), რომელმაც ახლახან "ბარბაროსების" შემადგენლბაში ინგლისის ნაკრებთან ითამაშა.
"ბორჯღალოსნებს" რუმინეთში ერთი მგეზავი, ლელოელი ლაშა ხმალაძე ეყოლბათ, რომელმაც დიდი ხანი არ არის, რაც ტრავმა მოიშუშა და საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებში ნელ-ნელა სათამაშო ფორმა აღიდგინა.
IRB-ს ერთა თასზე საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს ასპარეზობა. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე 10 ივნისს სამხრეთაფრიკელეი "მეფეები" (კინგზი) იქნებიან, რომელიც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების მორაგბეთა ნაკრებია. მას ცნობილი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ალან სალამონსი ხელმძღვანელობს, რომელიც ქართული რაგბის თემისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. მას არაერთხელ გაუწევია კონსულტაცია და დახმარება საქართველოს რაგბის კავშირისთვის. მომდევნო მეტოქე, 15 ივნისს, არგენტინის A ნაკრები იქნება, რომლის ძალაც თბილისში 2009 წლის ნოემბერში ამ გუნდის სტუმრობისას ვნახეთ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ არგენტინელთა რიგებში რამდენიმე ისეთი მორაგბე იქნება, ვისაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვს.
ამის გარდა, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევს ახალ ზელანდიაში ჩვენი მეტოქის რუმინელთა გუნდის თამაშიც. "მუხის ფოთლების" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონინმა ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო. დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა და გუნდს დაუბრუნდა შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ, ტრავმა მოიშუშა და კვალავ მწყობრშია რუმინელთა საუკეთესო მორაგბე, მესამეხაზელი ივიდიუ ტონიცა. სამაგიეროდ რუმინელებს დააკლდებათ წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი და ლიდერი, მეორეხაზელი სორინ სოკოლი, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი აქვს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რომეო გონტინიაკთან. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა საკმაოდ გამოცდილმა მესამეხაზელმა ალექსანდრუ მანტამ.
საქართველოს ნაკრები
შერკინება: ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).
მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
მესამე ხაზი: დიმიტრი ბასილაია (ობენა), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: ირაკლი გიორგაძე (აია), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), რეზო გიგაური (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო)
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო)
რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), სეზარ პოპესკუ (მაკონი), დრაგოშ დიმა (ბლანიაკი), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), იონ პაულიკა (ლონდონ იარიში), სილვიუ ფლორეა (ბორდო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), ანდრეი რადოი (ბაია მარე)
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ ურსაკე (ექსი), ვალენტინ პოპარლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, ვასილე რუსი (ორივე-ტიმიშოარა), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), დანიელ იანუსი (სტიაუა), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული)
#9: ლუჩან სირბუ (მიო), ფლორინი სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა).
#10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), იონუც დიმოფტე (ბაია მარე)
#12-13: კონსტანტინ გეარა (ფარული), ჩაბა გალი (ბაია მარე) იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ (ორივე-სტიაუა).
#11-14: კატალინ ფერკუ, მედალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), სტეფან ჩუნტუ (ბაია მარე)
#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი)
IRB-ს ერთა თასი
10 ივნისირუმინეთი-ნამიბია, საქართველო-სამხრეთ აფრიკა კინგზი, არგენტინა A-პორტუგალია
15 ივნისი
საქართველო-არგენტინა A, რუმინეთი-სამხრეთ აფრიკა კინგზი, პორტუგალია-ნამიბია
19 ივნისი
პორტუგალია-სამხრეთ აფრიკა კინგზი, საქართველო-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A