ტურნირზე მრავლად იყვნენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ჩინოსნები. დასკვნით ეტაპზე კი თბილისში IRB-ს განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი გვეწვია, რომელიც რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს შეხვდა და ტურნირის თაობაზე ისაუბრა.
მარკ იგანი ფინალის
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში გამართული ტურნირი წინა სამი "მსოფლიო ალაფისგან" განსხვავებით, რომლებიც ჩილეში, ურუგვაისა და რუსეთში ჩატარადა, შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ყველა ნაკრების დელეგაცია, მსაჯები, ტურნირის ორგანიზატორები IRB-დან აღფრთოვანებულნი არიან მასპინძლობით, სასტუმროებით, კვებით და ყველა იმ პირობით, რომელიც აქაა შექმნილი.
პირობა, რომელიც რაგბის კავშირმა დადო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. ახლა განვიხილავთ და, ადვილი შესაძლებელია, საქართველომ მომავალში უფრო უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს. - თქვა მარკ იგანმა.
ტურნირის დღეები უხვად იყო დატვირთული სხვა სპორტული და კულტურილი ღონისძიებებით. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სარაგბო ფესტივალი ქვიშის რაგბიში, რომელშიც მონაწილეობა "მსოფლიო ალაფში" მოასპარეზე გუნდების მორაგბეებმაც მიიღეს. ორ-ორი მათგანი ბავშვთა გუნდებს დაემატნენ და ნორჩ ქართველ მორაგბეებს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდნენ.
იქვე გაიმართა ტურნირი ქვიშის რაგბში მედია საშუალებების გუნდებს შორის. ფინალში საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა "მედია პალიტრას" აჯობა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.