მოგება ბეწვის ხიდზე [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველო-არგენტინა A 14:13
საქართველო: (15-9) ურჯუკაშვილი, გუგავა, თოდუა, გიგაური, ჩხიკვაძე (ხამაშურიძე 60, ხმალაძე, ბეგაძე. (1-8) კაკოვინი (შველიძე 60), მამუკაშვილი (ა.გიორგაძე 60), ქუბრიაშვილი (კაკოვინი 75), ზედგინიძე (ვ.მაისურაძე 56), ნემსაძე, ს.მაისურაძე, კოლელიშვილი (ბერიშვილი 41), ბასილაია.
ლ: გუგავა. 3ს: ურჯუკაშვილი
სინბინი: ბეგაძე
არგენტინა (15-9) მირალესი, ლუნა (იგლესიასი 58), გომესი, ნანინი, აგულა, მადერო (ტუკულეტი 71), მენდესი (ლენდახო 62). (1-8) პიჩინინი, ბორდოი (გუიდონე 63), არაოზა (გომესი 46), შეირანო (არანგურენი 62), გუზმანიი, პესამი, დე ლა ვეგა, აუალი.
ლ: აუალი. 2ს: მადერო. გ: ლენდახო
მსაჯი:პასკალ გუზერი (საფრანგეთი)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრები არგენტინის A ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 14:13 მოიგო.

"ბორჯღალოსანთა" შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა ამ მატჩისთვის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ძირფესვიანად შეცვალა. პირველ ტურში სამხრეთაფრიკელებთან მოასპარეზე გუნდიდან არგენტინელებს მატჩის პირველი წუთებიდანვე მხოლოდ ხუთი, ვასილ კაკოვინი, ილია ზედგინიძე, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა ხმალაძე და ირაკლი ჩხიკვაძე დაუპირისპირდნენ. ძირითადი შემადგენლობის დარჩენილ ათ მოთამაშეს პირველ მატჩში ან არ უთამაშია, ანაც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩერთო.

ეროვნულ ნაკრებში, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული დებიუტი ჰქონდათ "ყოჩების" მორაგბეებს, შერკინების კვაჭ შალვა მამუკაშვილს და ცხრა ნომერ გიორგი ბეგაძეს.

თამაში ჩვენმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნის საშუალება უკვე მე-2 წუთზე შეეძლოთ. ფულბეკმა ბექა ურჯუკაშვილმა საჯარიმო ცენტრიდან, 50 მეტრიდან დაარტყა და ვერ გაიტანა. მორიგი, საკმაოდ კარგი იერიში "ბორჯღალოსნებს" მე-7 წუთზე გამოუვიდათ, როცა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ მეტოქის ხაზი გაჭრა და გარემარბ ირაკლი ჩხიკვაძეს ბურთი ფეხით შეუცურა. ის მეტოქის ნადავლი შეიქნა, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა არგენტინელთა ლელოდან ხუთ მეტრში შერკინების უფლება მოიპოვეს. სამწუხაროდ, შეტევის ლელოთი დგვირვგვინების საშუალება ვერ გამოვიყენეთ.

ანგარიში, ქართველმა მორაგბეებმა მე-16 წუთზე გახსნეს. არგენტინელები საკმაოდ სახიფათოდ მოგვეძალენ. ხელდახელ ბურთაობით ჩვენი გუნდის მოედნის ნახევარზე გადმოვიდნენ და როცა მარცხენა ფრთიდან ცდილობდნენ სქართველოს ნაკრების დაცვის გარღვევას, მგეზავი ბენხამინ მადეროს გადაცემა "ბორჯღალოსანთა" გარემარბმა ლექსო გუგავამ ჩაჭრა და მეტოქის ლელომდე 60 მეტრი ირბინა. ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახვა ვერ გამიყენა - 5:0.

არგენტინელებმა ანგარიშში სხვაობა მალევე შეამცირეს, საჯარიმო მადეროს ანგარიშზეა - 3:5. 26-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. ფრანგმა არბიტრმა რაკში ბინძური თამაშისთვის ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე გაასინბინა. მიუხედავად ამისა, სამ წუთში ანაგარიშის გაზრდა შევძელით. საჯარიმო ბექა ურჯუკაშვილმა გაიტანა - 8:3.

ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე სამხრეთამერიკელებმა ანგარიში ორ ქულამდე შეამცირეს. საჯარიმო ისევ მადერომ მიითვალა - 6:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახედვრის 30 წუთი საქართველოს ნაკრების უპირატსეობით წარიმართა. ჩვენმა გუნდმა ეპიზოდებში, შესანიშნავი, მაღალი დონის რაგბის ელემენტები უჩვენა. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა. სამაგიეროდ ბექა ურჯუკაშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა - 14:6.

ამის შემდეგ არგენტინელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ მატჩის ბედი სათავისოდ გადაეწყვიტათ. 70-ე წუთზე მათ ჩვეულ სტილში, ხელდახელ ბურთაობით ჩვენი დაცვის ხაზის გაჭრა შეძლეს და მესამეხაზელმა ანტონიო აუალიმ ლელო გაიტანა, მარტინ ლენდახომ გარდასახა.

არგენტინელებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ლენდახომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და "ბორჯღალოსნებმა" სასურველი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.

IRB-ს ერთა თასი
II ტური
რუმინეთი-ს.აფ.კინგზი 23:27
ნამიბია-პორტუგალია 29:23

სატურნირო მდგომარეობა
1. სამ.აფ. კინგზი - 8 ქულა, 2. ნამიბია - 5, 3. პორტუგალია - 5, 4. რუმინეთი - 5, 5. საქართველო - 4, 6. არგენტინა A - 2.

19 ივნისი

საქართველო-ნამიბია, პორტუგალია- სამ.აფ. კინგზი, რუმინეთი-არგენტინა A

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველო VS ნამიბია ძალიან რთული მატჩი იქნება, არა მგონია ნამიბიას ადვილად (თუ საერთოდ) ვძლიოთ, თუმცა ბურთი ოვალურია...D:) ღმერთმა ქნას მოვიგოთ...
დევიდ აირონს
22:26 16-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული