ერთა თასი 2012 - ორი შინ, სამი გარეთ

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ გრან კანარიაში FIRA AER-ის გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც 2012 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშების კალენდარი დამტკიცდა.

საქართველოს ნაკრები ხუთი თამაშიდან ორს შინ გამართავს პორტუგალიისა და რუსეთის ნაკრებებთან. უკრაინის, ესპანეთისა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს კი სტუმრად დაუპირისპირდება.

ვინაიდან ერთა თასის მომავალი წლის გათამაშება მსოფლიოს თასის შემდგომი სეზონია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამ ტურნირს ექსპერიმენტებისა და ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის გამოიყენებს. რადგან მომდევნო, 2013-14 წლების სეზონი, უკვე 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირი იქნება.

ერთა თასი
4 თებერვალი

უკრაინა-საქართველო
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
10 მარტი
რუმინეთი-საქართველო
17 მარტი
საქართველო-რუსეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ვეთამაშებით საინტერესოა, თბილისში იქნება თამაში? ფიფამ დაგვაშორა ერთმანეთს კენჩისკრაში.
zaza968
21:27 29-06-2011
0
რუსეთთან გადაიჭედება დინამოს სტადიონი
dato
20:30 29-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული