"მალე მათთვის "ექვსი ერის" კარი გაიღება" - ცნობილი სარაგბო გამოცემა საქართველოზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი სარაგბო გამოცემა Planetrugby საქართველოს ნაკრებზე წერს - ნომინაციაში "ყველაზე ხმაურიანი განაცხადი" და გამარჯვება სწორედ "ბორჯღალოსნებს" ერგო.

"ისინი შეუჩერებლები არიან, საქართველომ "ექვსი ერის" კარზე დააკაკუნა. შაბათს (19 ნოემბერს) "ბორჯღალოსნებმა" კარდიფში უელსი მოულოდნელად 13:12 დაამარცხა. მათი ელიტაში მოხვედრა დროის საკითხია, რადგან უძლიერეს უელსის ნაკრებს არაფერი დაუთმეს. გარდა მათი ჭკვიანური თამაშისა, აღსანიშნავია რწმენა. ქართველებმა ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა საბოლოოდ მათ კოლეგებზე ძლიერები აღმოჩნდნენ" - წერს გამოცემა.

გამოცემის აზრით, წლის ყველაზე საინტერესო თამაში დუბლინში, ირლანდიასა და ავსტრალიას (13:10) შორის შედგა:

"გულშემატკივრები ელოდნენ, რომ
მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართებოდა, თუმცა შეხვედრა დაბალშედეგიანი გამოდგა. 54-ე წუთისთვის ანგარიში 3:0 იყო, 65-ე წუთზე კი - 3:3, თუმცა ბოლო წუთებზე გუნდები გაცოცხლდნენ და ქომაგებს სანახაობა შესთავაზეს. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ირლანდიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუმატოს. რაც შეეხება ავსტრალიას, მიუხედავად მატჩის ხარისხის გაუმჯობესებისა, მათი შედეგები არცთუ ისე სახარბიელოა".

altლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში

alt"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე

alt"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები და წინსვლა ჩვენ ლომ-ბიჭებს!
თენგაბი
30 ნოემბერი 2022 12:53
0
ღმერთმა ჰქნას, მაგრამ 6 ერზე ბილეთის ფასი 30 ევროდან იწყება. მაგდენს, ასე 100 ქართველი მაყურებელი თუ გადაიხდის და ცარიელ სტადიონზე რაღა გამოვა.
გიორგი
30 ნოემბერი 2022 02:24
6
არც მასე საქმე 30 ევრო 80 ლარია არამგონი 80 ლარი არ ქონდეს მილიონ ნახევრიან ქალაქში 15 ათას კაც და 10 ათასი მთელ საქართველოზე.როცა იცი რო 6 ერის გრანდები მოდიან.გაჭჯრვებულ გუკშემატკივარ ცოტა მთავრობ ცოტა ბიზნესმა უნდა დაურიგოს.
მოსეხონელი
30 ნოემბერი 2022 07:47
1
კაცო, ე რამდენი სომეხი შემოგვეპარა დისლაიქებს რომ გვიწერს?!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 21:09
11
ნატოს კარივით ნუ გაგვიღებენ, დახურულ კარს მიღმა მიგვიღონ და გასაღები ჩაგვაბარონ.
ვანდა ჯიქია
29 ნოემბერი 2022 19:56
4

სიახლეები პოპულარული