სკოტებმა სამხედრო ბაზაზე სროლაში ივარჯიშეს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მომავალი ბატალიებისთვი სედინბურგში ემზადება, დასვენების და ამასთან ერთად ფსიქოლოგიური მზადყოფნის გასაუმჯობესებლად, შესანიშნავ ხერხს მიმართა.

"ნარშავები" ინგლისელემა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ედინბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე წაიყვანა, სადაც საბრძოლო წვრთნას გამნაღმველები გადიან. რობინსონმა ბიჭები სამხედროებთან ერთად განაღმვასა და სასანგრე სტენდზე სროლაში ავარჯიშა. ყველაზე უკეთ დავალება კრის პატერსონმა და გრეგ ლაიდლოუმ შეასრულეს.

"მოთამაშეებმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. სამხედრო ბაზაზე დღევანდელი სტუმრობაც, ვფიქრობ, ჩვენი მორაგბეებისთვის სასარგებლო იყო. მათ კარგად
დაინახეს რას ნიშნავს გუნდური პრინციპი ცხოვრების სხვა სფეროშიც. ასეა, ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა, მით უფრო, როცა მოწინააღმდეგე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს", - თქვა სკოტების თაცვკაცმა ენდი რობინსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს ინვერქარგილში 14 სექტემბერს დაუპირისპირდება. მანამდე კი "ნარშავები" ორ ტესტ მატჩს გამართავენ, 6 აგვისოტოს ირლანდიის ნაკრებთან, ხოლო ორი კვირის თავზე იტალიის ეროვნულ გუნდთან.

შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, კელი ბრაუნი, ჯოფ გროსი, დევიდ დენტონი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რაიან გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, რობ ჰარლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, კრის კასიტერი, ჯეკ კუტბერტი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისნი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული