"პომები" თვიქნემზე გადაბარგდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის, მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ თავიანთი გუნდის ვარჯიშებს უშულაოდ დაესწრონ და თვალი მიადევნონ.

მარტინ ჯონსონმა თავისი სამწყსო ინგლისური რაგბის მექაზე "თვიქნემზე" გადაიყვანა და 9 აგვისტომდე ღია ვარჯიშებს გამართავს. ქომაგები სათაყვანებელი გუნდის ნახვას უფასოდ შეძლებენ. ჯონსონის ეს გადაწყვეტილება პირველი არ არის. "პომებს" აქამდეც არაერთხელ გაუმართავთ ღია ვარჯიშები, თუმცა ამჯერად ის ყველაზე ხანგრძლივი იქნება.

"იმედი მაქვს, რომ ღია ვარჯიშები მორაგბეებს მეტ პასუხისმგებლობას შესძენს. ქომაგებთან უშუალო კონტაქტი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის
უდავოდ ბევრს ნიშნავს და უახლოეს ტესტ მატჩებს მოუთმენლად ველით", - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული