საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას შეუდგა. როგორც უკვე ვწერდით, დიქსონს ოთხი ასისტენტი ეყოლება. შერკინებისა და უკანა ხაზის მწვრთნელებს ის შოტლანდიიდან ჩამოიყვანს. ფიზმომზადების მწვრთნელთან ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. გადაწყვეტილია, რომ "ბორჯღალოსნების" დაცვის მწვრთნელი ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი იქნება. საქართველოს რაგბის კავშირმა მასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ჯონ მაგლტონი 1960 წელს სიდნეიში დაიბადა. მას რაგბი ლიგაში, ანუ ცამეტკაცა რაგბიში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. 1979 წელს "ბალმაინ ტაიგერზში" თამაშობდა. 1980-89 წლებში კი "პარამატა ეალზის" ღირსებას იცავდა. 1982 წელს ჯერ ნიუ საუთ
გაცილებით წარმატებულია ჯონ მაგლტონის სამწვრთნელო კარიერა კლასიკურ, თხუთმეტკაცა რაგბიში. ის ათი წლის განმავლობაში, 1998-2008 წლებში ავსტრალიის ერვნული ნაკრების დაცვის მწვრთნელი იყო. 1999 წელს ავსტრალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. "ვოლაბებმა" იმ ტურნირში მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს.
2003 წელს "ვოლაბები" ისევ ფინალში გავიდნენ, თუმცა ინგლისთან წააგეს და მსოფლიო თასის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ამ გათამაშებაშიც ლელოების მინიმალური რაოდენობა გაუშვა.
ჯონ მაგლტონი 2008 წლიდან დღემდე უელსურ "ჰლანეჰლიში" მუშაობდა.
აი, რას წერდა უელსური პრესა 2008 წლის 5 აგვისტოს, როცა მან "ჰლანეჰლისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი:
"ავსტრალიელმა დაცვის მეფემ ჯონ მაგლტონმა ხელშეკრულება გააფორმა "ჰლანეჰლისთან". ეს არის ადამიანი, რომელმაც ლომის წილი დაიდო ავსტრალიის ნაკრების მიერ 1999 წელს მსოფლიო თასის მოპოვებაში. მან მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებში ათი წელი იმუშავა. რაც მის მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს. ვფიქორობთ, მისი ცოდნა, გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგებათ ჰლანელჰლელებს."
ლელო