მასტერტონი "ბორჯღალოსნებს" ელის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის საფრანგეთში, საკურირტო ქალაქ კანთან ახლოს, სარაგბო ბაზაზე ემზადება. პარალელურად, "ბორჯღალოსნების" დასახვედრად ემზადებიან ახალ ზელანდიაშიც.

ჩვენი ეროვნული გუნდი 18 სექტემბერს ინგლისთან მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულის სამხრეთ რეგიონში ვაირარაპაში, კერძოდ, ქალაქ მასტერტონში გადაბარგდება და იქ ერთ კვირას დაჰყოფს. ამ ქალაქში საქართველოს ნაკრების გარდა სხვა არც ერთი გუნდი არ იცხოვრებს და, ამდენად, მსოფლიოს თასის გათამაშება მასტერტონში ჩვენი გუნდის სტუმრობით შეაბიჯებს.

ქალაქის მცხოვრებლები "ბორჯღალოსნების" დასახვედრად და პალმერსტონში გასამართ ორ მატჩში საქომაგოდ დიდი ხანია ემზადებიან. ახალხან
გაზეთმა "ვაირარაპა ნიუსმა" საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა ჩვენი ნაკრების მომავალ სტუმრობას, რომელშიც ქომაგთა კლუბის კოორდინატორი კეტრინ როზიტერ-სტიდი თავიანთ გეგემებზე მოგვითხრობს.

წერილი მკითხველს, მართალია, მინიმალურ, მაგრამ მაინც საჭირო ინფორმაციას აწვდის და ადგილბრივ მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს ნაკრებს მხარი დაუჭიროს.

გუშინ, 27 ივლისს ღამით კი მასტერტონში მოხალისეები შეიკრიბნენ, რათა საქართველოს ნაკრების ქომაგთა კლუბთან ერთად დაგეგმონ "ბორჯღალოსნების" ღირსეულად მასპინძლობის ღონისძიებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი ხალხი, აი რას ნიშნავს სარაგბო კულტურა, ბიჭებისთვისაც ბევრს ნიშნავს ასეთი დახვედრა და სითბო, თუმცა ყოველივე ამაზე დადებითი გავლენა იქონია ასევე შონ ფიცპატრიკის ჩამოსვლამ საქართველოში... :)
omar korgazakhia
13:01 28-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული