კონტეპომის უელსელებთან ტესტის იმედი აქვს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, არგენტინის ეროვნული გუნდი ამჟამად ბუენოს აირესში იმყოფება. "პუმებმა" სამკვრიანი ფიზმომზადების ეტაპი კოლორადოში გაიარეს და ახლა თავიანთ დედაქალაქში სათამაში სქემების დამუშავებაზე ზრნავენ.

არგენტინელები აგვისტოს დასაწყიში ევროპაში გამოემგზავრებიან და რამდენიმე ტესტ მატჩს გამართავენ. ამ შეხვედრებიდან ერთ-ერთი 20 აგვისტოს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებთან გაიმართება, რომელსაც არგენტინელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

"ვფიქრობ, რომ ეს თამაში მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე გენერალური რეპეტიცია იქნება. მით უფრო, რომ პირველი მატჩი ახალ ზელანდიაში ჯგუფური ტურნირის მთავარ ფავორიტთან, ინგლისის ნაკრებთან
გვაქვს.

უელსთან ძალების მოსინჯვა საშუალებას მოგვცემს რაც აქამდე ვიმუშავეთ საქმეში გამოვცადოთ. დარწმუნებული ვარ მატჩი შესანიშნავი გამოვა და ორივე გუნდი, ჩვენც და უელსის ნაკრებიც, მას უმთავრესი შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად კარგად გამოვიყენებთ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემო, რომელიც კარდიფში, "მილენიუმზე" გველის. მსოფლიოს ძალიან ბევრ სტადიონზე მითამაშია, "მილენიუმი" კი მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, შესაძლოა ყველაზე უკეთესიც. ის სწორედ რაგბისთვისაა შექმნილი და რაგბით ცხოვრობს, სუნთქავს, საზრდოობს. აქ, კარდიფის ცენტრში, ყველაფერი, ჰარიც კი რაგბითაა გაჟღენთილი. "მილენიუმზე" ბოლოს 2007 წელს ვითამაშე და მიხარია, რომ ოთხი წლის შემდეგ ისევ მომიწევს მის მწვანე გაზონზე ფეხის დადგმა" - თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, მგეზავმა ფელიპე კონტეპომიმ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული