დენ კარტერი რეკორდს შეუტევს

AutoSharing Option
სამი  ერის გათამაშების მეორე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები შინ მიიღებს მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ახლა საკმაოდ მძიმე დროება უდგას. "ბოკემ" პირველ ტურში სტუმრად წააგო ავტრალიის ნაკრებთან - 20:39.

"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინათ ფიჯის ნაკრებთან ტესტ მატჩში ითამაშა, ოთხი ცვლილება განახორციელა. კვლავ ძირითადში ითამაშებს მგეზავი დენ კარტერი, რომელიც ახალგაზრდა კოლინ სლეიდს შეცვლის. კარტერს შანსი აქვს ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის მსოფლიო რეკორდი მოხსნას. "ვილკოს" ანგარიშზე ამჟამად 1195 ქულაა და კარტერი მას
მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მესამე ხაზში ჯერომ კაინო ითამაშებს, ქორი ჯეინი კი, რომელმაც IთM-ის თასის გათამაშებაში ხელი დაიშავა, ჰენრიმ ფრთაზე გადაიყვანა. რვა ნომრის პოზიციზე ადამ თომსონი იქნება, რომელიც აქამდე მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში.

სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა სონი ბილ ვილიამსმა, რომელმაც ადგილი გამოცდილ, მრავალჯერ ნაცად შუამარბთა წყვილს, კონრად სმითსა და მაა ნონუს დაუთმო.

"სამხრეთ აფრიკა ამაყი სარაგბო ქვეყნაა და არაფრით დაუშვებენ, რომ ზედიზედ ორჯერ ისე შერცხვნენ, როგორც ერთი კვირის წინათ ავსტრალიის ნაკრებთან. ამიტომ, როგორი შემადგენლობითაც უნდა ითამაშოს "ბოკემ", მათ წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღებით გარჯა მოგვიწევს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. უაიტ კროკეტი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ბენ ფრენკსი, 4. სემ ვაითლოქი, 5. ალი ვილიამსი, 6. ჯერომ კაიონო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ადამ თომსონი.
16. კორინ ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. ჯერარდ ჰოეთა, 19. ლიამ მესამი, 20. პირი ვიპუ, 21. კოლინ სლეიდი, 22. სონი ბილ ვილიამსი

სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 0, 3. სამ.აფრიკა - 0

30 ივლისი

ახალი ზელანდია-სამ.აფრიკა

6 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო

სამ.აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო

სამ-აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული