მეტოქე: ინგლისს ლოუ და სტრიტლი დააკლდა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი მზადების მეორე ეტაპს ლონდონში, თვიქნემზე გადის. მარტინ ჯონსონმა უელსელებთან ტეტსმატჩამდე ორმხრივი თამაში გამართა. გუნდებმა, რომლებიც თანაბრად იყო დაკომპლექტებული გამოცდილი და ახალგზრდა მოთამაშეებით სამი ოც-ოცწუთიანი ტაიმი ითამაშეს.

ინგლისელ ქომაგთა სამწუხაროდ თამაშისას სერიოზულად დაშავდნენ და მოედნიდან საკაცეებით გაიყვანეს მეორეხაზელი კორტნი ლოუ და გარემარბი დევიდ სტრიტლი. ჯონსონს ლოუს ტრავმა ნაკლებად აშინებს, მან კისერი დაიზიანა, სავადმყოფოში რენტგენის გადაღების შედეგად დადგინდა, რომ საშიში არაფერია. რამდენი ხნის შემდეგ შეძლებს ლოუ ვარჯიშის განახლებას, ამას ექიმები კვირას
კონსილიუმის შემდეგ გადაწყვეტენ.

გაცილებით სერიოზულადაა დაშავებეული "სარასენზის" გარემარბი დევიდ სტრიტლი. ადვილი შესაძლებელია ის მსოფლიოს თასის მიღმა დარჩეს.

ორმხრივ თამაშში მონაწილობა არ მიუღიათ მაიკ თინდოლს და ტომას ვალდრომს, სათადარიგოთა სკამდან ჩაერთო ბრძოლაში მგეზავი ჯონი ვილკინსონი.
"საკამოდ დატვირთული კვირა გამოგვივიდა. ბიჭები ხალისით ვარჯიშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში სერიოზული კონკურენციაა." - თქვა მარტინ ჯონსონმა.
"პომების" თავკაცი მომავალი კვირის დასაწყისში, სვარაუდოდ, 45-კაციან შემადგენლობიდან ექვსი შინ გაუშვებს.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, თომ ვალდრომი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი, ჯო ვორსლი.
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ დტრიტლი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული