"ბორჯღალოსნების" საბოლოო შემადგენლობა 22 აგვისტოს დასახელდება

AutoSharing Option
გრძელდება საქართველოს ნაკრების მსოფლიო თასისთვის სამზადისი - "ბორჯღალოსნები" ამჟამად კვლავ კანის მახლობლად, მანდელიე დე ნაპოლში იმყოფებიან და დღეში 2-3 ვარჯიშს მართავენ.

ოცდათორმეტივე მორაგბე თავს კარგად გრძნობს, რამოდენიმე მათგანს უმნიშვნელო მიკროტრავმები აქვს.

6 აგვისტოს ნაკრები ქალაქ ისუარში მიემგზავრება, სადაც ორკვირიანი შეკრების ფარგლებში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" ელიტა 2-ის გუნდებთან, 13 აგვისტოს "ორიაკთან" და 19 აგვისტოს "ბურგუენთან" მოსინჯავენ ძალებს.

კანში ქართველი მორაგბეები 21 აგვისტოს ბრუნდებიან და ოცდაცხრამდე დასვენების პერიოდი ექნებათ. ამ მცირედი შესვენების შემდეგ დასახელდება იმ ოცდაათი კაცის სია, რომლებიც 22
აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო შეკრებას გაივლიან და ზელანდიაში ეროვნული მაისურის ღირსების დასაცავად გაემგზავრებიან.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული