"პუმები" პრაქტიკულ მეცადიენეობას შეუდგნენ

AutoSharing Option
მზადების მეორე, ორკვირიანი ეტაპი დაასრულა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა. "პუმებმა" ბოლო ვარჯიში ბუენოს აირესში გუშინ გამართეს.

სან ისიდოროს ბაზაზე არგენტინელები ჩვეულებრივ ორ ჯგუფად ირჯებოდნენ. როცა უკანა ხაზი მოედანზე იყო და ძირითადად მძლეოსნობის ელემენტებით გაჯერებულ ფიზიკურ დტვირთვებს იღებდა, შერკინება ძალოსნობის დარბაზში იწრთობოდა. განვლილი პერიოდით და მწვრთნელის ჯეიმს ფელანის მეთოდოლოგიით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი ფელიპე კონტეპომი.

"საკამოდ საინტერესო ვარჯიშებია. ისინი ისეა ორგანიზებული, რომ მხოლოდ წვრთნაზე გვქონდეს ყურადღება გადატანილი. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. ამჟამინდელი წვრთნის პროცესი, რადიკალურად განსხვავდება
წინა, 2007 წლის მსოფლიოს თასისათვის მზადებისაგან.

მალე 34 წლის გავხდები, ცხადია, ასაკს უკვე ვგრძნობ. განსაკუთრებით მუხლებში მიჭირს, სადაც პრობლემები მუდამ მქონდა. არადა, ახალგაზრდა მოთამაშეები ისეთი ამბიციურები და სიცოცხლით სავსე არიან, მოუთმენლად ელიან დროს, როცა შენი ადგილის დაკავებას შეძლებენ. ეს მეტ მოტივაციას მაძლევს და ფელანის მეთოდიკა კარგი საშუალებაა ტონუსი შესანარჩუნებლად.

ამჟამინდელ ნაკრებში ბევრი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც ერთად არასდროს უთამაშიათ. ამიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მზადების შემდგომ ეტაპს, სადაც ძირითად დროს პრაქტიკულ მეცადინეობებს დავუთმობთ. არცერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ, სულ ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთი უფრო ახლოს უნდა
გავიცნოთ". - თქვა ფელიპე კონტეპომიმ.

ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და ყველაზე მხიარულია მარიანო გალარსა, ის ნაკრებში არსებული მდგომარეობით ძალიან კმაყოფილია.

"ფიზიკური კონდიცების დახვეწისას ბევრი ვიმუშავეთ. ცოტა დავიღალეთ კიდეც, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი წესრიგში მოდის და თავის ადგილზე დგება.
ნაკრებში ბოლო სამი წელიწადი ტრავმების გამო გამიცდა. ახლა კი შანსი მომეცა ეროვნულ გუნდში ვიყო და ნებისმიერი მორაგბისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის ვემზადო. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ღონეს ვიხმარ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვა.

გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ნომერში "სანტისთან" (სანტიაგო გუსმანი) და "ტომისთან" (ტომას ვალეხოსი) ერთად ვცხოვრობ. შესანიშნავი ბიჭები არიან. ამსთან რაგბისაც კარგად თამაშობენ და კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ "ტატი" (ჯეომს ფელანი) მათ ახალ ზელანდიაშიც წაიყვანს." - თქვა მარიანო გალარსამ.

არგენტინის ნაკრები
შერკინება: ორაციო აგულა, პატრისიო ალბასეტე, გაბრიელ ასკარეტე, მარკოს აიერსა, გონსალო კამაჩო, მანუელ კარისა, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას ამოროსინო, ავგუსტინ გოსიო, ეუსებიო გუნასუ, სანტიაგო გუსმანი, მარიო ლედესმა, ხუან ლეგუზამონი, როდრიგო რონსერო, მარტინ სკელსო, ფედერიკო სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნიკოლას ვერგალო, ტომას ვალეხოსი, ალფრედო ლანალე, ხუან იმჰოფი, გონსალო ტიესი.
უკანა ხაზი: ანდრეს ბორდოი, ლუკას ბორხესი, მარსელო ბოსხი, მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ალეხანდრო კამპოსი, რაფაელ კარბალო, ფელიპე კონტეპომი, ავგუსტინ კრევი, ხულიო ფერიასი, ჯენარო ფესია, ხუან ფიგალო, ავგუსტინ ფიგუორელა, მარიანო გალარსა, ალვარო გალინდო, მარტინ როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული