წლევანდელი სიახლე ის არის, რომ პროფესიული და სამოყვარულო გუნდები ცალცალკე შეჯიბრებებს გამართავენ. 6-7 აგვისტოს პროფესიონალთა ასპარეზობაა დაგეგმილი, რომელშიც უმაღლესი და პირველი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდია ჩართული. ესენია: "ლოკომოტივი", "ყოჩები", "აკადემია", "აია"; პირველი ლიგიდან: "ბათუმი", "დევები" "ჯიქები", "ფოთი", TBC Dexus;
ამას გარდა, აგვისტოს პირველ შეჯიბრში იმერეთისა (ქუთაისი) და სამეგრელოს ქალები; ასევე-აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის (ქუთაისი) ბავშვთა გუნდები ჩაერთვებიან. ფესტივალის მსვლელობისას, ლელობურთიც გაიმართება, რომელიც სამეგრელოში ცნობილმა ვეტერანმა დავით კილასონიამ ააღორძინა.
20
უნდა ითქვას, ბათუმის 1200 კაციანი სტადიონი პირველია, რომელიც სპეციალურად ქვიშის რაგბისთვის მოეწყო. ის ცენტრ-პოინტის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარეობს და ამავე კომპანისს ფინანსური ხელშეწყობით აშენდა.
ქვიშის რაგბი საზაფხულო და საფესტივალო ხასიათის დისციპლინაა, რომელიც ბოლო დროს მეტად პოპულარული ხდება რიგ ქვეყნებში: ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირები იმართება იტალიაში, ლინიანოში და აშშ-ში - კორპუს კრისტიში, ასევე - ფლორიდაში.
ქვიშის რაგბის მოედნის ზომა სიგრძეში 30-50 მეტრის, სიგანეში კი - 20-35 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კარებები არ იდგმება. ლელოს ხაზი მოედნის სიგანეზე გაჭიმული სპეციალური ლენტით აღინიშნება. თითო გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა 5-7 კაცს შეადგენს. რეზერვს 3-7 მოთამაშე ქმნის. ქულათა დაანგარიშება თავად კავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ერთი ლელო ერთ ქულად ფასობს. ტაიმები 5-7 წუთს გრძელდება, 1-3 წუთიანი შესვენებებით. ბურთაობა მხიარული განწყობითა და შოუს ელემენტებით გამოირჩევა: მოთამაშეებს ლელოები მალაყებითა და სამმაგი სალტოებით გააქვთ. საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი, "მხარდამჭერთა ჯგუფის" ლამაზმანები კი მაყურებლების თვალს ახალისებენ.
2007 წლიდან სპორტის ეს სახეობა უკვე საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება. საქართველოში ქვიშის რაგბის კავშირი 2006 წელს დაფუძნდა.
წლეულს აჭარაში რიგირთ მეოთხე ტურნირის გაიმართება.
rugby.ge