"ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე - "ორიაკი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნებმა" მზადების მეორე ეტაპი, საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს სარაგბო კომპლექსში გაიარეს და 5 აგვისტოს, კლერმონის მახლობლად ქალაქ ისუარში გადაბარგდნენ, სადაც საერთაშორისო ტურნირში, "ჩელენჯ ისუარის" გათამაშებაში იასპარეზებენ.

ეს ტურნირი ტრადიციულად აგვისტოში იმართება და ფესტივალის ხასიათს ატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს, 13 აგვისტოს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკი" იქნება, სადაც ქართველი მორაგბეები ლევან დათუნაშვილი, კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი ირიცხებიან.

მეორე მატჩს "ბორჯღალოსნები" 19 აგვისტოს ასევე მეორედივიზიონელ "ბურგუენთან" გამართავს.
ჩვენი გუნდის შოტლანდიელმა თავკაცმა, რიჩი დიქსონმა ერთი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ფულბეკის პოზიციაზე შუამარბი რევაზ გიგაური გაამწესა. ასევე საინტერესო იქნება მგეზავი ლაშა მალაღურაძის პირველ შუამარბად თამაში. ის გასულ სეზონში "ბეზიეს" შემადგენლობაში ძირითადად სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მგეზავად "ორიაკთან" ლელოელი ლაშა ხმალაძე ითამაშებს.

თითქმის ექსპერიმენტულია შერკინებაც, თუმცა თითოეულ მათგანს ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს.

საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიაგუარი, 14. ირაკლი ჩხიკავაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე
1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემებრი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გამიხარდა რომ "ლელომ" ეურობასკეტისთვის გააკეთა სპეციალური კრებული! მადლობა
მაგრამ მაინტერესებს რაგბის მსოფლიო თასზეც ხომ გეგმავთ ანალოგიურს?
lasha
12:58 13-08-2011
0

სიახლეები პოპულარული