"ბორჯღალოსნებს" ახალ ზელანდიაში თბილი დახვედრა მოუწყვეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ორდღიანი მომქანცველი მგაზვრობის შემდეგ ახალ ზელანდიაში ჩავიდა. პირველი ქალაქი, რომელიც "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს, ქვინზთაუნია. ამ ქალაქის მოსახლეობამ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ემოციური, თბილი დახვედრა მოუწყო.

ქომაგები ჩვენს ბიჭებს აეროპორტის შენობაშიც და მის მახლობლად ბლომად დახვდნენ და შეძახილებით ამხნევებდნენ. ახალ ზელანდიელმა მაორებმა ტრადიციული საბრძოლო სიმღერა შეასრულეს.

Sportall.Ge

ქვინზთაუნითა და მისი მცხოვრებლებით ქართველი მორაგბეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ. დაღლილიბა წამში გაქრა და ბიჭებს, კარგი, საბრძოლო განწყობა დაუბრუნდათ.

ვიდეო

ილია ზედგინიძე: "ქვინზთაუნელებმა არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყვეს, არაჩვეულებრივი გარემოა, ყოველი მხრიდან ქალაქს მთები აკრავს. ძალიან სასიამოვნო ღონისძიება
იყო, ხაზი გაუსვეს თავიანთ ტრადიციებს, ყოველივე იმას, რაც წინაპრებისგან მოსდგამთ. ჩვენც ვეცდებით ჩვენი კულტურა გავაცნოთ მათ, დავმეგობრდეთ."

გიორგი ნიჟარაძე: "ორი დღის მგზავრობის შემდეგ ჩამოვედით ამ პატარა ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვწყვეს. ჩვენი ახალ ზელანდიაში სტუმრობა ძალიან კარგად დაიწყო, შესანიშნავი განწყობა შეგვექმნა და იმედი გვაქვს, მსოფლიოს თასი რომ დამთავრდება, ასეთივე კარგ ხასიათზე ვიქნებით."

საქართველოს ნაკრები ერთი დღე დაისვენებს და მერე, პირველი თამაშისთვის მზადებას განაგრძობს. მატჩი 14 სექტემბერს ინვერქარგილში შოტლანდიის ნაკრებთან გაიმართება.

გაზეთ "ლელოს" სპეციალური კორესპონდენტი ახალი ზელანდიიდან ბესიკ ჯანგავაძე

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
9 სექტემბერს ქალაქ AUჩKLAND-ში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაა და მაინტერესებს "ბორჯღალოსნები" თუ დაესწრებიან და საქართველოს ნაკრების ქომაგები სად შეიძლება რომ მოვძებნო?
Nona Murjikneli
07:54 06-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული