"ბორჯღალოსნებს" ქვინზთაუნში ოფიციალური მიღება გაუმართეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგებთა ნაკრებს, რომელიც ახალ ზელანდიაში გუშინ, 5 სექტემბერს ჩავიდა, დღეს ქვინზთაუნში ოფიციალური მიღება "ველქამ ფართი" გაუმართეს. ბორჯღალოსნებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და IRB-ის დიდმოხელემ, სიდ მიარმა უმასპინძლეს.

მიღება საკმაოდ საინტერესო ცერემონიალით, მაორების საბრძოლო ცეკვით გაიხსნა. ამ ტრადიციას, აბორიგენი მოსახლეობის კულტურას, შეხვედრაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. მასპინძლებმა ტრადიციის თანახმად თავიანთი ხალხის მოკლე ისტორია სიმღერით გაგვაცნეს. არსებული წესის თანახმად, ჩვენ გუნდს სიმღერითვე უნდა ეპასუხა.

იხილეთ ვიდეო

"ბორჯღალოსნებმა" ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, "ქართული ხმების" მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" იმღერეს. რამაც, ცხადია,
დამხვდურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სიდ მილარმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშების დირექტორია, ისიც კი თქვა, "თუ ისვე თამაშობთ, როგორც მღერით, მსოფლიოს ჩემპიონები გახდებითო."

Sportall.Ge

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ახალზელანდიელებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა: "ერთს ნამდვილად გპირდებით. ჩვენი გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ისე ითამაშოს, რომ ქართველმა ერმა მისით იამაყოს. ასევე ამაყნი იქნებით თქვენც, რადგან დღეიდან, მიგვაჩნია, რომ ჩვენც თქვენი ნაწილი ვართ."

ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ძალიან კარგი, სასიამოვნო შეხვედრა იყო. ნელ-ნელა ვეცნობით ადგილობრივების კულტურას, რაც ჩვენსას ბევრ რამეში ჰგავს, თუნდაც სტუმართმოყვარეობა ავიღოთ. შესანიშნავი ბუნება აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ყველაფერს ვიღონებთ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებულად ვიასპარეზოთ და ეროვნული ნაკრების კვართი ღირსეულად ვატაროთ."

დავით კაჭარავა: "ქვინზთაუნში ძალიან კარგად მიგვიღეს, ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე ხალხია. შესანიშნავი ბუნება აქვთ, რაღაცით საქართველოს მაგონებს. ახალზელანდიური კულტურის შესახებ კი გვსმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი გაკვირვებული დავრჩით.

ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებთ, მალე პირველი თამაშიც გვექნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ."

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაორებს გაუმარჯოს! წინ საქართველო!
რავა კარგად უპასუხეს ჩვენმა მორაგბეებმა მაორების სიმღერას ქართული სიმღერით?:) ყოჩაღ ბიჭებო, აბა თქვენ იცით! წარმატებებს გისურვებთ!!!
უძლევი
18:20 06-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული