"ბორჯღალოსნებმა" ზელანდიაში საფუძვლიანად ივარჯიშეს

AutoSharing Option
საზეიმო დახვედრებისა და მიღებების შემდეგ, საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. "ბორჯღალოსნებმა" "რეკრეაციული პარკის" სარაგბო ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართეს.

"ბორჯღალოსნებმა", როგორც წესია, ვარჯიში მსუბუქი მოთელვით დაიწყეს. მწვრთნელებმა დონ კასკიმ, გარეთ ადამსონმა და ილია მაისურაძემ გუნდი ორად გაჰყვეს. ერთ თხუთმეტეულს შავი მოსაცმელები მოარგეს, მეორე კი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ მატჩში სათადარიგო იქნება, წითელ სავარჯშო მაისურებში დატოვეს.

"შავების" და "წითლების" შერკინებამ ცალ-ცალკე დერეფანში ბურთის აგდებაში ივარჯიშა. ამ დროს, ამავე ფერის უკანახაზელები, ასევე ცალ-ცალკე ცდილობდნენ სწრაფად ხელდახელ ბურთაობას.

შემდეგ ორივე ნაწილი, ანუ მორკინლები და უკანახაზელები
გაერთიანდნენ და, წინააღმდეგობის გარეშე, შეტევის ორგანიზებას ცდილობდნენ.

ამის შემდეგ გუნდი ისევ უკანახაზად და შერკინებად დაიყო. უკანახაზელებმა, ფეხით დაკიდებული მაღალი ბურთის დაჭერაზე ივარჯიშეს. მორკინალებმა კი მეტოქის ლელოდან 10 მეტრში აუტის მოწოდების შემდეგ მოლის აგორება დაამუშავეს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

ლექსო გუგავა, გარემარბი: "ყველანი მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით, ძალიან მაგარი ვარჯიში გამოგვივიდა. ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარჯიში იყო, მას შემდეგ, რაც საწვრთნელი შეკრება დაგვეწყო. გუნდს უკვე ეტყობა, რომ საბრძოლველად მზად არის. სხვა დანარჩენი 14 სექტემბერს შოტლანდიასთან თამაშში გამოჩნდება."

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ და ვარჯიშობდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ვეტერანი მორაგბე, მომღერალი გივი ჭიჭინაძე.

Sportall.Geგივი ჭიჭინაძე: "ორი დღეა მსოფლიო რაგბი მექაში, ახალ ზელანდიაში ვიმყოფებით. როგორც კი ამ მიწაზე ფეხი დავადგით, მაშინვე ვიგრძენით, რომ ეს ქვეყანა რაგბით, მსოფლიოს თასის გათამაშების მოლოდინით ცხოვრობს. ჩვენც ჩავერთეთ ამ ფერხულში.

გუნდთან ერთად ულამაზეს ქალაქში ქვინზთაუნში ვცხოვრობთ და მომავალი ბატალიებისთვის ვემზადებით. იმედი მაქვს, რომ ბიჭები წარმატებით იასპარეზებენ და ქვეყანას, თითოეულ ჩვენთაგანს გაახარებენ."

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე მეორედ გავიდა რუსთავი2 -ზე პალიტრატივის მომზადებული რეპორტაჟი რაგბიოსტებზე და არც თქვეს რომ თქვენი მომზადებული იყო, ბოლო-ბოლო ნამუსის ამბავია რა:)) გენაცვალეთ პალიტრელებო:)))))
lado gogoladze
22:01 07-09-2011
0
ღმერთმა დაგლოცოთ!
oldcoyot
19:40 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული