"ბორჯღალოსნებმა" ახალ ზელანდიაში ვერტმფრენით კურდღელზე ინადირეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბეები ქვინზთაუნთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვანაკას ესტუმრნენ, რომელიც ძირითადად ფერმერებითაა დასახლებული. აქ ისინი სარაგბო კლუბ "იუპერ რუთას" რეზიდენციაში მიიწვიეს ბარბექიუზე.

მერე გუნდი ორად გაიყო. ნაწილმა იქვე ტბაზე ნავებით სეირნობა და თევზის ჭერა გადაწყვიტა, მერე ჯგუფმა კი კურდღლებზე ნადირობა არჩია.

იხილეთ ვიდეო

მასპინძლებმა ერთ-ერთი თავიანთი მეგობრის ფერმაში მიგვიყვანეს. აქაც ჯგუფი ორად გაიყო, ვინც ადგილზე დარჩა, სასტენდო სროლით გაერთო. მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი, გივი ბერიშვილი და ლაშა მალაღურაძე კი კურდღლების "გასანადგურებლად" გაემართნენ.

ერთი
საყურადღებო დეტალი: ახალზელანდიელები კურდღლის ხორცს არ გეახლებიან. მიაჩნიათ, რომ ის "სარეველა" ცხოველია და ძროხასა და ცხვარს ბალახს უჭამს. ეს ორი მსხვილფეხა შინაური ცხოველი კი ადგილობრივებისთის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. კურდღლისგან ხეირი ცოტაა, ამიტომ მუსრს ავლებენ, თუმცა ის მაინც ძალიან დიდი სისწრფით მრავლდება.

Sportall.Ge

ჩვენს მასპინძელს კი ფერმაში სრულიად სხვა ცხოველის ბიზნესი აქვს. ფერმა რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული და საკმაოდ მაღალ მთა-გორებს მოიცავს. აქ ექვსი ათასამდე შველ-ირემი ბინადრობს. ბუნების სილამაზეზე აღარაფერს ვიტყვით, ის უბრალოდ ენით აღუწერელია.

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა, ნაწილმა ფეხდაფეხ, ნაწილმა კი პატარა ვერტმფრენით კურდღლებზე ინადირა. ყველაზე მეტი კურდღელი შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა მოინადირა. მის ანგარიშზე შვიდი კურდღელია. ორ-ორი მიითვალეს, მამუკა გორგოძემ, დავით კაჭარავამ და გივი ბერიშვილმა, ერთიც ჯაბა ბრეგვაძემ. მგეზავებმა მერაბ კვირკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, რომლებიც ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელები არიან, მიზანში ვერ გაარტყეს.

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეეჰ, რა ვერტმფრენი?!

ფეხით უნდა გაეკიდნონ კურდღლებს!

კარგი იქნება ჩვენები თუ ივარჯიშებენ კურდღლების ფეხით დაწევაში და დაჭერაში, მაშინ ყველას მოვუგებთ! :D
უძლევი
02:37 10-09-2011
0
არა უშავს, სადაც საჭირო იქნება იქ გაარტყავენ მიზანში:)
oldcoyot
18:34 08-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული