"ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიასთან მატჩისთვის მზადების კვირეული დაიწყეს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის სამხრეთით, ქვინზთაუნის მიდამოებში დასვენებისა და ნადირობით გართობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ყოველდღიურ რუტინულ შრომას შეუდგა. გუშინ, 8 სექტემბერს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ორჯერ ივარჯიშა.

"ბორჯღალოსნები" დილით სასტუმროდან ნაწილ-ნაწილ, ჯგუფებად გამოდიოდნენ. ძალოსნობის დარბაზისკენ ჯერ შერკინების პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეები გაემართნენ, ერთ საათში იმავე გზას მესამეხაზელები და ცხრა ნომრები დაადგნენ. სულ ბოლოს კი უკანახეზელებმა ივარჯიშეს.

სადილის შემდეგ გუნდმა ერთი საათით შეისვენა და სარაგბო კლუბ "ვაკატიპუს" სტადიონისკენ გაემართა. ვაკატიპუ ქვინზთაუნი ცნობილი ტბის სახელია, რომლის შესახებაც ლეგენდა ახალი ზელანდიის დაარსების დღიდან თაობებს ზეპირსიტყვიერებით
გადაეცემა.

ქვინზთაუნის სარაგბო კლუბი ახალ ზელანდიაში გრანდებს არ განეკუთვნება, მეტიც, არც ელიტაში უთამაშია როდესმე, თუმცა საკმაოდ კარგი სარაგბო კომპლექსი აქვს. ერთი სიტყვით ჩვენი გუნდისთვის სავარჯიშოდ ნამდვილად გამოდგება.

Sportall.Ge

ბოლო ორი დღეა ქვინზთაუნში საკმაოდ აცივდა. იშვიათად წვიმს კიდეც. ამიტომ "ბორჯღალოსნებმა" ვარჯიშის დასაწყისში მოთელვას დიდი დრო დაუთმეს. გარეთ ადამსონი ამას საკამოდ მრავალფეროვანი ვარჯიშების მონაცვლეობით აკეთებდა, რათა წვრთნა მოსაბეზრებელი არ გამხდარიყო და ის ძირითადად, მოთამაშეების გამძლეობაზე იყო ორიენტირებული. მორაგბეებს ვარჯიშიდან ვარჯიშამდე სულის მოსათქმელად სულ ხუთი წამი ჰქონდათ.

მერე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გუნდი ორად გაჰყო და სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაცვაში ჩააყენა. 15 წუთის შემდეგ გუნდებმა როლები გაცვალეს.

ამას მორკინალებისა და უკანახაზელების ცალ-ცალკე ვარჯიში მოჰყვა. რიჩი დიქსონმა მორკინალებს თავისთან უხმო და შერკინების დაზგაზე ავარჯიშა.

უკანახაზელებმა კი დონ კასკის ხელმძღვანელობით ხელდახელ ბურთაობით ჯერ წინააღმდეგობის პირობებში, შემდეგ კი მის გარეშე ივარჯიშეს.

გიორგი ნემსაძე (მეორეხაზელი):  "დღეს შოტლანდიასთან მატჩისთვის მზადების კვირეული დაიწყო. გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხარისხს სულ უფრო ვაუმჯობესებთ და იმედი გვაქვს, თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".

მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
oldcoyot
უხხხ, რა წყვიტა ვილკინსონს!!! უხ რა კარგი იყო!!! უხხ... საწყალმა ტვინის შერყევა მიიღო ალბათ:DDD

აი ეგეთები უნდა ვწყვიტოთ ა. ზელანდიაშიც!

წინ საქართველოოო!!!
უძლევი
03:34 10-09-2011
0
კარგია. იმედიანად ვართ.
ბესიკ ჯანგავაძეს დიდი მადლობა კარგი მუშაობისთვის.
dr. rugby
15:26 09-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული