ილია ზედგენიძე: შოტლანდიასთან თავი თავად დავისაჯეთ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიოს თასზე  შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 6:15 დათმეს, ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს.

ილია ზედგენიძე: "ბიჭებმა ძალიუან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც ხშირად, რამდენჯერმე სრულიად უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.

სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. ჩვენ თავად დავისაჯეთ თავი - უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით.

ვფიქრობ, მსოფლიო რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო
მცირდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ და არც ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგით და უკეთესი შედეგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

რევაზ გიგაური: "ოფიციალურ თამაშში პირველად ვითამაშე 15-ე ნომრად და თავიდან ცოტას კი განვიცდიდი, მაგრამ თამაშში მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი და ვცდილობდი, გუნდი არ დამეღალატებინა. მგონი ამოცანას თავი გავართვი.

რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, მადლობა ბიჭებს! შევეცადეთ ქართველი გულშემატკივრეები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. რას ვიზმათ, სპორტში ასეა - ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედია მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ, შევიკვრებით და ჩვენ გულშემატკივრებს გავახარებთ".

ჯაბა გრეგვაძე: "გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები!"

დიმიტრი ბასილაია: "დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქვათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ დაგვიდო".


ესაუბრა ბესიკ ჯანგავაძე

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამ დაგბოღმათ რა გჭირთ?
coco
00:44 16-09-2011
0
ტრამვებს მოერიდნენ,თვითმკვლელი არანორმალურებისგან! :)პასუხი მიუხვედრელებს.
ვინც ხვდება რაბის თამაშს და 50% წესები იცის,ეს კიდე იმას :)
გიორგი შემთხვევით რომ იყვნენ მოხვედრილები ნაკრებში ზოგიერთები თამაშის დაწყებაში პიველ ჯარიმაზე ჩანდა დავარდნილმა მორაგბემ ბურთი არ გაანთავისუფლა და ჯარიმა აიკიდა :),აქ 3 წლის ბავშვმა იცის ეგ კანონი,რამდენჯერ ამოუგდეს ბურთი ხელიდან მე შემრცხვა იმის მაგივრად.
ერთი ის მახარებს რომ წინა ჩემპიონატთან შედარებით "ზახვატზე" კისერში აღარ წვდებოდნენ შოტლანდიელებს.
მოკლედ მიღწევები არის,ისე დღეს ბერჯერ იმსახურებდნენ "არტყმას"
არარეგბისტებმა და ბოღმიანებმა მაგინეთ,შეგიძლიათ !:)
evropeli
20:16 14-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული