საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიგაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავიტ კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით
ქალაქ დანიდიში ქართველმა მორაგბეებმა ვარჯიში ჩაატარეს.
ჩვენ გუნდთან ერთად ახალ ზელანდიაში მყოფმა საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების მენეჯერმა გიორგი ჭუმბურიძემ ქართველი მორაგბეების მზადებაზე ისაუბრა:
"ინგლისის ნაკრებთან შეხვედრისთვის უკვე ხვალისთვის გამოცხადდება სათამაშო გეგმა. ბიჭების თქმით, ისინი ყველანაირად შეეცდებიან ამ გეგმის შესრულებას და მიღებული სათამაშო სქემის დაცვას.
ახლა ძირითადად მუშაობა შეტევაში ურთიერთქმედების დახვეწაზე მიმდინარეობს. შოტლანდიასთან მატჩში ჩვენი დაცვა შედარებით კარგი იყო, შეტევაში კი ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი".
ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან