"ბორჯღალოსნებმა" ტურნირის ერთერთ უმთავრეს ფავორიტ ინგლისებს დიდი მონდომებით ეთამაშნენ. პირველ ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში დასანანი შეცდომების გამო ორი ლელო მიიღეს, შესვენებამდე დიმიტრი ბასილაიამ იყოჩაღა და საქართველოს ნაკრებს ახალ ზელანდიაში პირველი ლელო მოუტანა. მანამდე მერაბ კვირიკაშვილმა ერთი საჯარიმოს გატანა შეძლო და პირველი ნახევარი 10-17 დასრულდა.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა, თავგანწირული თამაშის მიუხედავად, თავიანთ მონაგარს მეტი ვეღარაფერი შემატეს, ინგლისელები კი
საერთო ჯამში, მარტინ ჯონსონის მორაგბეებმა 6 ლელო დაგვიდეს, 4 რეალიზაცია და ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულეს და ანგარიშით 41:10 მოგვიგეს. საგულისხმოა, რომ ხუთი საჯარიმო დარტყმა გაუცუდდა მერაბ კვირიკაშვილს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან, პემერსთონში გამართავს.
მსოფლიოს თასი. B ჯგუფი. მეორე ტური. ახალი ზელანდია. დანიდინი. "ოტაგო სთედიუმი".
საქართველო-ინგლისი 10:41 (10:17)
საქართველო: 15. რეზო გიგაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გივი ბერიშვილი, 21. ბიძინა სამხარაძე, 22. ლაშა ხმალაძე.
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. შონთაი ჰეპი, 11. დელონ არმითიჯი, 10. ტობი ფლადი, 9. ბენ იანგზი. 1. მეთ სტივენსი, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ ვუდი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი
16. სტივ ტომსონი, 17. ალექს კორბშეირო, 18. ტომ კროფტი, 19. ჯეიმზ ჰესკელი, 20. ჯო სიმპსონი, 21. ჯონი ვილკინსონი, 22. მეთ ბანაჰანი
მსაჯი: ჯონათან კაპლანი
რა საცოდავი ადამიანი ხარ, გულით მეცოდები :)
სხვების შეურაცყოფების და ბოღმიანი პოსტების გარდა არაფერი შეგიძლია :)
ღმერთმა გიშველოს...