"საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რატომ არის საჭირო, რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ელიტური სარაგბო ქვეყნების წინააღმდეგ. თავად განსაჯეთ, ინგლისის ნაკრები სამოცი წუთის შემდეგ მხოლოდ 12 ქულის სხვაობით იგებდა და ისიც იმიტომ, რომ გაუმართლათ, რადგან საქართველოს ნაკრების მგეზავმა ხუთი საჯარიმო ვერ გაიტანა", - წერს "ოტაგო დეილი ტაიმსი".
"საქართველოს
ეს გაზეთი დაწვრილებით მიმოიხილავს საქართველოსა და ინგლისის ნაკრების მატჩის მსვლელობას და იხსენებს, რომ ექვსი ერის გაფართოების შესაძლო მოდელი, თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაშვებული გათამაშების სისტემა შეიძლება გამოდგეს.
"საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო ღრმად წვდება რაგბის არსს, ეს თამაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს და ძალიან გამიკვირდება, თუ რაგბი ამ ქვეყანაში, უახლოესი ორი წლის განმავლობაში სპორტის N1 სახეობა არ გახდება", - დასძინა სტატიის ავტორმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"