მათ მასტერონის ცენტრალური ქუჩა, ქუინზ სტრიტი გადაკეტეს და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გამართეს. ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჯერ საქართველოს დროშებით მორთული მანქანებით ჩაიარეს, შემდეგ კი მათ მასტერტონის სარაგბო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მიჰყვნენ.
მოსახელობა უკლებლივ ქუინზ სტრიტზე შეკრებილიყო. აქვე იყო ქალაქის ეროვნული საკრავების ორკესტრი, რომელმაც ჩვენი გუნდის გამოჩენაზე "სკოტური მარში" დაუკრა. "ბორჯღალოსნები", ისევე როგორც წინა,
მთელი აღლუმის განმავლობაში მოსახლეობა საქართველო, საქართველოს გაიძახოდა. აქ იყო ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. ყველას უხაროდა, ყველა ბედნიერი იყო, რომ მათ პატარა ქალაქში, პატარა ქვეყნის, დიდი გუნდი სტუმრობდა. ყველა წარმატებას გვისურვებდა და დარჩენილ ორ მატჩში, პალმერსტონში მხარდაჭერას გვიპრდებოდა.
იხილეთ ვიდეო
ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან
მეორე თუ ზელანდიაში შეიძლება ქართველების ფანკლუბი იყოს საქართველოში რატომ არ შეიძლება 20 კაციანი ესპანეთის ფანკლუბი იყოს?
და მესამე, ჯობია ჩვენები რუმინეთთან თამაშისთვის მოემზადონ. რუმინეთი მაგრა გაძლიერებულა.