რიჩი დიქსონმა სარუმინეთო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ დილით მასტერტონი დატოვა და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ პალმერსტონში ჩავიდა. ამ ქალქში, რომელიც ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსნებისთვის" ბოლო ნავთსაყუდელია, ჩვენი ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს.

ხვალ ქართველი მორაგბეები ძველ და კარგად ნაცნობ მეტოქეს, რუმიენთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, 2 ოქტომბერს კი "ბორჯღალოსნები" არგენტინის ნაკრებს ეთამაშებიან.

პალმერსტონში საქართველოს ნაკრები ნაშუადღევს ჩავიდა. ამჯერად "ბორჯღალოსნებს" ჰაკათი და სხვა მაორული წეს-ჩვეულებებით არავინ დახვედრია. სადილის შემდეგ მორაგბეებმა ორი საათი დაისვენეს და გეზი "ლაინთონის სამხედრო ბაზისკენ" აიღეს, სადაც პირველი ვარჯიში გამართეს.

სასტუმროდან დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 20 წუთი
ვიარეთ. "სამხედრო ბაზაზე" მისულები თვალებს არ ვუჯერებდით. ისეთი გარემო და კოტეჯები რაც იქ დაგვხვდა ჩვენში კრწანისის რეზიდენციაშიც არ არის და წყნეთის აგარაკებზეც იშვიათად მოიძევება.

სარაგბო მოედანზე აღარაფერს ვამბობთ, ის იქ სულ სამია და სამივე შესანიშნავად მოვლილია. ვარჯიში ისევ გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ამჯერად, ფიზმომზადების მწვრთნელს, მოთელვით ბიჭები დიდხანს არ "უწვალებია".

მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო, უკანახაზელები დონ კასკიმ ჩაიბარა და სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის გაგრძელებაში ავარჯიშა. მორკინალები ამ დროს რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით დერეფანში თამაშს ხვეწდნენ. "ბორჯღალოსნებმა" თამაშის ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტში ვარჯიშს საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ისინი სხვადასხავა კომბინაციების დამუშავებას ცდილობდნენ, როგორც საკუთარი აუტის, ისე მეტოქის მოწოდებისას.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა რიჩი დიქსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სარუმინეთო შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავიტ კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული