IRB-ს თამაშის წესების 9.8.1 მუხლის მიხედვით, დამრტყმელმა საჯარიმო და გარდასახვა იმავე ბურთით უნდა დაარტყას, რომლითაც იმ მომენტში თამაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ შესვენებისას მატჩის კომისარმა ინგლისელები მკაცრად გააფრთხილა აღნიშნულის შესახებ, ვილკინსონმა იგივე დარღვევა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
"ერთ-ერთი ბურთი ოდნავ მცირე ზომის იყო და "ვილკოს" სწორედ ამიტომ სურდა მისი გამოცვლა. ასეთი ფაქტები იშვიათად ნამდვილად არ ხდება" -
მიუხედავად დიდი მცდელობისა, როგორც ჩანს ინგლისის ნაკრები საჯარიმო სანქციებს ვერ გადაურჩება.
"ჩვენ ყველა დეტალს დაწვრილებით განვიხილავთ, ყველას ყურადღებით მოვუსმენთ, თუმცა ვეჭვობ, ორგანიზატორებს დაეშვათ შეუსაბამო ზომისა და ფორმის ბურთით თამაში" - თქვა სადისციპლინო კომიტეტის პრესმდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ერთი სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მიიღეს, იმის გამო, რომ პირველ მატჩში არგენტინის ნაკრებთან მათ კვართებს ნომრები აძვრა.
სადისციპლინო კომიტეტი ინგლისის ნაკრების საკითხთან ერთად რუსეთის ნაკრების შერკინების კვაჭის, ვალერი ცნობილაძის დასჯის შესახებაც იმსჯელებს. ცნობილაძემ რუსეთისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას მეტოქის მოთამაშეს თავი ჩაარტყა. ის, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელშიც რუსები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"