საქართველო სამაგალითოდ მიაჩნიათ

AutoSharing Option
გუშინ ოქლენდში IRB-ს გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც მსოფლიოს თასის გათამაშების შედეგები შეაჯამეს და მომავლის გეგმებზეც ვრცლად ილაპარაკეს. თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ასამბლეაზე არ მიუღიათ. ხვალ, იქვე IRB-ს აღმასკომის წევრები შეიკრიბებიან და პრეზიდენტს აირჩევენ.

საპრეზიდენტო კანდიდატურა ორია, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი, ფრანგი ბერნარ ლაპასე და IRB-ს ვიცე-პრეზიდენტი, ინგლისელი ბილ ბომონტი. სავარაუდოდ, კონკრეტული ღონისძიებები მას შემდეგ დაისახება, რაც მსოფლიოს რაგბის მმართველის ვინაობა გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ოქლენდში დავუკავშირდით, რომელმაც IRB-ს გენერალური ასამბლეას მუშაობაში მიიღო მონაწილეობა:

"გენერალური ასამბლეას შეკრებაში კარგი
ის იყო, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მსოფლიოში  ერთ-ერთ წარმატებულ რაგბის მმართველ ორგანოდ მოიხსენიეს. ჩვენს მაგალითზე მოეწყო ერთგვარი პრეზენტაცია, თუ როგორ შეიძლება შეთანხმებულად მუშაობდეს რაგბის განვითარებისთვის სახელმწიფო, კერძო სექტორი და რაგბის კავშირი. აჩვენეს ჩვენი ახლახან აშენებული სარაგბო ბაზების ფოტოები.

ყოველივე ამის შედეგი კი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე შესანიშნავად იასპარეზა. ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებაში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა - აღნიშნა მომხსენებელმა.

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მსოფლიოს რაგბის თემი უკვე სხვა თვალით გვიყურებს და თავის სრულფასოვან წევრად მიგვიჩნევს.მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდებით, უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, დავსახოთ გზა, რა მიმართულებით ვიაროთ, რა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული