თავად საიტის მესვეურებმა სიმბოლური ნაკრების მერვე ნომრის პოზიციაზე საუკეთესოდ მსოფლიოს თასის ფინალისტი, საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე, იმანოლ არინორდოკი დაასახელეს და იქვე აღნიშნეს, რომ ამ ამპლუაში მეორე ქართველი მამუკა გორგოძეა და მისი გარჯა ახალ ზელანდიაში "ფენომენალურად" შეაფასეს.
ის, რომ planetrugby.com-ის მესვეურებმა ქართველ მორაგბეს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ფრანგი ამჯობინეს, ვფიქრობთ, არც საწყენია
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო რვა ნომრის გამოსავლენ გულშემატკივართა გამოკითხვაში, ამ დროისთვის ქართველს 1274 ხმა აქვს და პირველ პოზიციაზეა, იმანოლ არინორდოკი კი მას კუდში 707 ხმით მოსდევს.
მამუკა გორგოძისთვის ხმისმიცემა შეგიძლიათ აქ.